ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 28
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6749728
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 ნოემბერი, 2023
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თენგიზი ესიავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 405150027
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.12.041.013
- მესაკუთრე
- ნანა კერესელიძე (P/N: *********61)
- ფართობი
- 456 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.12.041.013საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1998337
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 1 ნოემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
2023 წლის 01 ნოემბრის №AR1998337 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 01 ნოემბრის №AR1998337 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №4595993 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №4595993 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ქუჩა ონიაშვილი, №28-ში, №01.10.12.041.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ოფისის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 12 აგვისტოს №4626680 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 05 აგვისტოს № 5054799 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №4595993 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა გამორჩენილი დამხმარე ფართობი - 25.4 კვ.მ., ხოლო, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საოფისე ფართობი - 931.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობი - 103.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 435.0 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი - 274.0 კვ.მ., საერთო ფართობი - 1770.0 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №4595993 ბრძანებით შეთანხმებული -2.40, +0.00, +3.80, +7.20, +10.60, +14.00, +17.40, +20.80, +24.20 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 19 ივნისის NAR1754977 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. სამსახურის 2020 წლის 02 ნოემბრის № 5169344 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №4595993 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2019 წლის 19 ივლისის №4595993 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელს სურს საოფისე ფართობად 931.8 კვ.მ-ის ნაცვლად 909.0 კვ.მ-ს, საზაფხულო ფართობად 103.8 კვ.მ-ის ნაცვლად 104.3 კვ.მ-ს, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 435.0 კვ.მ-ის ნაცვლად 378.8 კვ.მ-ს, დამხმარე ფართობად 25.4 კვ.მ-ის ნაცვლად 31.4 კვ.მ-ს, ავტოსადგომის ფართობად 274.0 კვ.მ-ის ნაცვლად 271.8 კვ.მ-ს, საერთო ფართობად 1770.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1695.3 კვ.მ-ს დაფიქსირება. სამსახურმა გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ წარმოდგენილ გეგმებზე დატანილი საოფისე, საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და დამხმარე ფართობები და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული იგივე ფუნქციის ფართობების მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, გაურკვეველია დამხმარე ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამატების მოთხოვნა, როცა სამსახურის 2020 წლის 05 აგვისტოს № 5054799 ბრძანებით უკვე მოხდა აღნიშნული ფართის დამატება. გარდა ამისა, წარმოდგენილ გეგმებზე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში შეყვანილია ლიფტის შახტის ფართები. შესაძლებელია შეყვანილ იქნას მხოლოდ -2.40 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტის ფართობი, დანარჩენ ნიშნულებზე ლიფტის შახტის ფართობი არ არსებობს (სიცარიელეა). შესაბამისად, წაშლილ უნდა იქნას გეგმებიდან და ამოღებულ უნდა იქნას კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობიდან. გარდა ამისა, -2.40 ნიშნულზე კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში შეყვანილია დამხმარე ფართობიც (25.4 კვ.მ). ასევე, წამროდგენილ გეგმებზე ფართობებში შეყვანილია კოლონების ფართები. აღნიშნული ფართობები დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, კოლონების ფართების გარეშე. სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს 2019 წლის 19 ივლისის №4595993 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2020 წლის 05 აგვისტოს № 5054799 ბრძანებით ჩანაცვლებული) გეგმების იდენტური გასწორებული გეგმები, მხოლოდ ფართობების გასწორებით (გეგმარების ცვლილების გარეშე). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 01 ნოემბრის №AR1998337 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 ნოემბერი, 2023გადაწყვეტილება6749728 - სხვა
- 1 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- 02-გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა