ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6813903
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 დეკემბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი მაზიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 430042937
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.036.152
- მესაკუთრე
- თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
- ფართობი
- 2 500 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.036.152საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1998825
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 ნოემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 7
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 03 ნოემბერს №AR1998825 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში მდებარე №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 8 სექტემბრიდან 2024 წლის 8 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6664373 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტთან დაკავშირებით და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდა 2023 წლის 11 სექტემბრის №AR1989039 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკით. სამსახურის 2023 წლის 20 ოქტომბრის №6718862 ბრძანებით ასევე, გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 405.2 კვ.მ. ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და ±0.000 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმითა და ±0.000 ნიშნულის გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 4690.9 კვ.მ-ის ნაცვლად 4685.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 699.2 კვ.მ-ის ნაცვლად 704 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6092 კვ.მ-ის ნაცვლად 6091.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, დგინდება რომ წარმოდგენილი +0.00 და +25.40 ნიშნულების გეგმები არ იცვლება აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6091.3 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 4685.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 704 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 და +25.40 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954, 2023 წლის 18 სექტემბრის №6664373 და 2023 წლის 20 ოქტომბრის №6718862 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 დეკემბერი, 2023გადაწყვეტილება6813903 - თანხმობა
- 18 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 18 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 17 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 17 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 30 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 29 ნოემბერი, 2023ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 18 იანვარი, 2024
- 20 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 20 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 15 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 10 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 10 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 3 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა