OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, N 47

AR1998896სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება3 ნოემბერი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6743834
გადაწყვეტილების თარიღი
3 ნოემბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რუსუდან გიორგაძე
დეველოპერი (ს/კ)
405106745

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.03.014.014
მესაკუთრე
შპს "იდეა მელიქიშვილი" (405106745)
ფართობი
1 581 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1998896
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
3 ნოემბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
0 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 3 ნოემბერს №AR1998896 განცხადებით მომართა რუსუდან გიორგაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებით, №01.15.03.014.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №6717925 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 19 ოქტომბრიდან 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 1663.07 კვ.მ-ის ნაცვლად 1663.06 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 2706.59 კვ.მ-ის ნაცვლად 2706.58 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 927.96 კვ.მ-ის ნაცვლად 930.28 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1460.22 კვ.მ-ის ნაცვლად 1319.75 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 403.7 კვ.მ-ის ნაცვლად 403.69 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 13400.11 კვ.მ-ის ნაცვლად 13261.93 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი -4.90, „+0.00, -1.40, - 1.60“, +6.40, +10.10, +21.20, +24.90 და +31.50 ნიშნულების გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული -4.90, „+0.00, -1.40, - 1.60“, +6.40, +10.10, +21.20, +24.90 და +31.50 ნიშნულების გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება აღნიშნული ნიშნულების გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1663.06 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 2706.58 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 930.28 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1319.75 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 403.69 კვ.მ., საერთო ფართობად - 13261.93 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებით შეთანხმებული -4.90, „+0.00, -1.40, - 1.60“, +6.40, +10.10, +21.20, +24.90 და +31.50 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 ოქტომბრის №6701621 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  3. 3 ნოემბერი, 2023გადაწყვეტილება6743834 - თანხმობა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა