OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ს. ჩიქოვანის ქ. N26

AR11004013Разрешение на строительствоИное назначение4 декабря 2023 г.- Цхнети
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6797454
Дата решения
11 декабря 2023 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მარიამ პაპუკაშვილი
Застройщик (код компании)
445725831

Участок

Кадастровый код
01.14.14.006.017
Собственник
ამირან ფირცხელანი (P/N: *********98)
Площадь
2 011 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11004013
Статус
Согласовано
Зарегистрировано
4 декабря 2023 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 11 декабря 2023 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 4 დეკემბერს №AR11004013 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ს. ჩიქოვანის ქ. №26-ში მდებარე №01.14.14.006.017 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, მესაკუთრე(ები)ს გრაფაში შპს “ურბანუს მზიურის” (ს/ნ: 445725831) ნაცვლად დაფიქსირდა ამირან ფირცხელანი (პ/ნ: 01024065798). საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, №01.14.14.006.017 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, როგორც სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანების გამოცემის დროს, ისე დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენდა/წარმოადგენს შპს “ურბანუს მზიური” (ს/ნ: 445725831). სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ №AR1942663 განცხადებით, შპს “ურბანუს მზიურის” (ს/ნ: 445725831) წარმომადგენლის მარიამ პაპუკაშვილის მიერ მოთხოვნილ იქნა, ქ. თბილისში, ს. ჩიქოვანის ქ. №26-ში მდებარე №01.14.14.006.017 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაცია: №892023264542; მომზადების თარიღი: 15/11/2023 წ.). სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, მესაკუთრე(ები)ს გრაფაში, მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის შპს “ურბანუს მზიურის” (ს/ნ: 445725831) ნაცვლად, ავტომატურად აისახა რუკაზე მონიშნული მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრე ამირან ფირცხელანი (№AR1942663 განცხადების რეგისტრაციის დროს არსებული (31.12.2022წ.)). აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, მესაკუთრე(ები)ს გრაფაში დაფიქსირდეს შპს “ურბანუს მზიური” (ს/ნ: 445725831). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში და ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, მესაკუთრე(ები)ს გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მესაკუთრე(ები): შპს “ურბანუს მზიური” (ს/ნ: 445725831).“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 11 декабря 2023 г.Решение6797454 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление