ქალაქი თბილისი, მოსკოვის გამზირი, N 9დ
Решение
- Номер решения
- 6847082
- Дата решения
- 18 января 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დავით ჯაფარიძე
- Застройщик (код компании)
- 405499161
Участок
- Кадастровый код
- 01.17.12.003.168
- Собственник
- დავით ჯაფარიძე (P/N: *********29)
- Площадь
- 4 170 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.12.003.168Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11010081
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 11 января 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 января 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 11 იანვარს №AR11010081 განცხადებით მომართა დავით ჯაფარიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებით, №01.17.12.003.168 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №6771004 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 ნოემბრიდან 2027 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №6825760 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა: 2763.8 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 327.0 კვ.მ., საერთო ფართობად: 23584.5 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდა 2023 წლის 15 დეკემბრის №AR11006370 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №6825760 ბრძანებით ჩანაცვლებულ) გეგმებზე არასწორად არის დატანილი მალების ზომები. ასევე, 0.00 ნიშნულის გეგმაზე, ექსპლიკაციებში არასწორად არის დაფიქსირებული ღია ავტოსადგომების ჯამური ფართობი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმა და -5.80, -3.00, 0.00, +4.50 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულს (სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №6825760 ბრძანებით ჩანაცვლებულს) და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, აღნიშნული გენ-გეგმა და არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ წარმოდგენილ მალის ზომების და 0.00 ნიშნულზე, ექსპლიკაციებში ღია ავტოსადგომების ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და -5.80, -3.00, 0.00 და +4.50 ნიშნულების (სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №6825760 ბრძანებით ჩანაცვლებული) არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით და -5.80, -3.00, 0.00 და +4.50 ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის №6703595 და 2023 წლის 28 დეკემბრის №6825760 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 18 января 2024 г.Решение6847082 - Выдано
- 11 января 2024 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- ტექნიკური ხარვეზი - გასწორებული ზომებით და ფართით.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление