OpenCAD
Отказано

ქალაქი თბილისი , რაიონი საბურთალო

AR11013166Разрешение на строительствоИное назначение5 февраля 2024 г.- Сабуртало
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
6882443
Дата решения
13 февраля 2024 г.
Результат
Отказано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ზაზა გამხიტაშვილი
Застройщик (код компании)
243859749

Участок

Кадастровый код
01.10.07.007.122
Собственник
შპს " ლიტ ჯეო ინვესტი": (243859749)
Площадь
4 057 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11013166
Статус
Отказано
Зарегистрировано
5 февраля 2024 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
8 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 13 февраля 2024 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 5 თებერვალს №AR11013166 განცხადებით მომართა ზაზა გამხიტაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №6269105 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №6269105 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე №01.10.07.007.122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286232 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6345051 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №6269105 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 307.6 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 9382.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1260.0 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1587.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 14777.5 კვ.მ. და შეთანხმებული -2.90, +0.00, +23.10, +29.70 და +33.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2023 წლის 8 თებერვლის №AR1948397განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ ამჯერად მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №6269105 ბრძანებით შეთანხმებული პროექტისა და მისი კონსტრუქციული ნაწილის ჩანაცვლება წარმოდგენილით. ვინაიდან, როგორც განმარტებულია, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტსა და კონსტრუქციული ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას. სამსახურმა შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2022 წლის 10 სექტემბრის №AR1922352 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.10.07.007.122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №6269105 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სწორად შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. რაც შეეხება წარმოდგენილ გეგმა-ნახაზებსა და პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს, აღნიშნული შეუსაბამოა შეთანხმებულთან, კერძოდ შეცვლილია გეგმარება, მაგ.: -2.90 ნიშნულის გეგმაზე დამატებულია მონოლითური კედლები, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს და საჭიროა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილება (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №6269105 ბრძანებაში არ ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის №6269105 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 13 февраля 2024 г.Решение6882443 - Отказано
  3. 1 февраля 2024 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление