ქალაქი თბილისი , გამზირი პეკინი , N 30
Решение
- Номер решения
- 6956173
- Дата решения
- 28 марта 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ილია ცინცაძე
- Застройщик (код компании)
- 406067410
Участок
- Кадастровый код
- 01.10.14.030.020
- Собственник
- შპს "სითი რეალ ისთეით" (406067410) (406067410)
- Площадь
- 2 677 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.14.030.020Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11023839
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 18 марта 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 10 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 28 марта 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 18 მარტის №AR11023839 განცხადებით მომართა ილია ცინცაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამსახურდიას გამზირი №30-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.14.030.020), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სასტუმრო, საცხოვრებელი, კომერციული და სხვა) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 04 თებერვლიდან 2022 წლის 04 თებერვლის ჩათვლით სამსახურის 2022 წლის 14 სექტემბრის №6123352 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდა: 2245.93 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 2425.13 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 2106.65 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 50.19 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად: 6918.94 კვ.მ., საერთო ფართობად: 18723.34 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდა 2022 წლის 09 სექტემბრის №AR1922192 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. სამსახურის 2022 წლის 28 იანვრის №5775153 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 28 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად ღია ავტოსადგომების ფართობის (277.2 კვ.მ.) დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 21 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 277.2 კვ.მ.). თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად გამორჩენილ იქნა აღნიშნული ავტოსადგომების ბრძანებაში (ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად) დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამასთან, 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომებზე ფართობების და გაბარიტული ზომების (სიგრძე-სიგანე) დატანა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 277.2 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2022 წლის 14 სექტემბრის №6123352 ბრძანებით ჩანაცვლებული) 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5274406 და 2022 წლის 14 სექტემბრის №6123352 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 28 марта 2024 г.Решение6956173 - Выдано
- 27 марта 2024 г.Ответ города
- 15 марта 2024 г.Файлы загружены
- 15 марта 2024 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- გეგმა.pdfОткрыть ↗
Прочие файлы1
- 1.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление