OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , ჩიხი სომხეთის , N10-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 39/002)

AR11031032Разрешение на строительствоИное назначение22 апреля 2024 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7027870
Дата решения
16 мая 2024 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მინური აბულაძე
Застройщик (код компании)
245599990

Участок

Кадастровый код
01.17.07.039.002
Собственник
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
Площадь
1 827 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11031032
Статус
Согласовано
Зарегистрировано
22 апреля 2024 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
3 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
4

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 16 мая 2024 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 აპრილის №AR11031032 განცხადებით მომართა მინური აბულაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებით №01.17.07.039.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 04 აპრილის №6966610 ბრძანებით ზემოაღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 04 აპრილიდან 2025 წლის 04 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 15 მარტის №6934748 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნა დამხარე 18.17 კვ.მ ფართობი. ხოლო, საერთო ფართობად დაფიქსირდა 6938.49 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად აისახა მაჩვენებლები. შესაბამისად ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 3291.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3289.55 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1283.93 კვ.მ-ის ნაცვლად 1284.04 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1623.12 კვ.მ-ის ნაცვლად 1600.94 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, 2024 წლის 15 მაისს შეტყობინების ველის მეშვეობით დააზუსტდა მოთხოვნა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 740.34 კვ.მ-ის ნაცვლად 760.63 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6956.66 კვ.მ-ის ნაცვლად 6935.16 კვ.მ-ის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. აგრეთვე წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 3289.55 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1284.04 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1600.94 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 760.63 კვ.მ., საერთო ფართობად 6935.16 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6909737 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 16 мая 2024 г.Решение7027870 - Выдано
  3. 14 мая 2024 г.Ответ города
  4. 13 мая 2024 г.Файлы загружены
  5. 2 мая 2024 г.Ответ города
  6. 2 мая 2024 г.Файлы загружены
  7. 1 мая 2024 г.Ответ города
  8. 1 мая 2024 г.Файлы загружены
  9. 21 апреля 2024 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы4

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление