ქალაქი თბილისი , სოფელი ზურგოვანი
Решение
- Номер решения
- 7057605
- Дата решения
- 30 мая 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ელისაბედ ბეჟაშვილი
- Застройщик (код компании)
- 405524543
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.014.180
- Собственник
- შპს "ელიტ ზურგოვანი დეველოპმენტი" (405524543)
- Площадь
- 1 000 м²
- Назначение земли
- სასოფლო-სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.014.180Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11037264
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 22 мая 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 8 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 30 мая 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 მაისს №AR11037264 განცხადებით მომართა ელისაბედ ბეჟაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 09 ოქტომბრის №6685103 ბრძანებით ქ. თბილისში, სოფელ ზურგოვანში, №01.72.14.014.180 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანებით ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე შეთანხმდა ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 09 ოქტომბრის №6685103 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგინდა ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე გამოცემულ სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანებაშიც საპროექტო ობიექტად უნდა დაფიქსირებულიყო ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლი. თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანებაში საპროექტო ობიექტად „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეთანხმდეს ქ. თბილისში, სოფელ ზურგოვანში, №01.72.14.014.180 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7001196 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 30 мая 2024 г.Решение7057605 - Выдано
- 22 мая 2024 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- გადაწყვეტილება № AR1730538MS.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление