OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N 46

AR11044075Разрешение на строительствоИное назначение25 июня 2024 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7117385
Дата решения
5 июля 2024 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ზურაბ ლოლაშვილი
Застройщик (код компании)
405463724

Участок

Кадастровый код
01.10.06.001.205
Собственник
ნაჩმან იდელს (P/N: 0-1211890-7)
Площадь
5 700 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11044075
Статус
Согласовано
Зарегистрировано
25 июня 2024 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
10 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 5 июля 2024 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 25 ივნისს №AR11044075 განცხადებით მომართა ზურაბ ლოლაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანებით №01.10.06.001.205 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 8 იანვრიდან 2026 წლის 8 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6900983 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 4218.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1066.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 30674.7 კვ.მ. აგრეთვე, სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6831741 ბრძანებით შეთანხმებული -5.080 და „-4.000 და -2.200“ ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 07 თებერვლის №AR11014607 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით (მე-2 და მე-4 გვერდები). განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტში გეგმებზე არასწორად აისახა მე-3 ბლოკის ბინა №101 და ბინა №104 ფართობები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ამასთან, ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 20686.5 კვ.მ-ის ნაცვლად 20681.3 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2688.3 კვ.მ-ის ნაცვლად 2672.7 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 30639.4 კვ.მ-ის ნაცვლად 30653.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. აგრეთვე, წარმოდგენილი გეგმის ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში გეგმებზე არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 20681.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2672.7 კვ.მ., საერთო ფართობად დაფიქსირდეს - 30653.9 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანებით შეთანხმებული სართულის გეგმა 0.000, -1.500 და +1.000 ნიშნულებზე ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების (გვერდი მე-2) გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 08 იანვრის №6831741 და სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6900983 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 5 июля 2024 г.Решение7117385 - Выдано
  3. 3 июля 2024 г.Ответ города
  4. 25 июня 2024 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление