ქალაქი თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩა, N 5-7
Решение
- Номер решения
- 7140727
- Дата решения
- 23 июля 2024 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 15 июля 2024 г. – 15 октября 2027 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ზვიად სურგულაძე
- Застройщик (код компании)
- 204380384
Участок
- Кадастровый код
- 01.18.03.039.030
- Собственник
- შპს "აგუნა" (204380384) (204380384)
- Площадь
- 311 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.18.03.039.030Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11047659
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 15 июля 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 8 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 23 июля 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7116837 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 15 ივლისის №AR11047659 განცხადებით მომართა ზვიად სურგულაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7116837 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7116837 ბრძანებით №01.18.03.039.030 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სავაჭრო ცენტრის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 15 ივლისიდან 2027 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7116837 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კალენდარული გრაფიკით მშენებლობის ეტაპების მეორე რიგის სამუშაოების „3) ა)“ ქვეპუნქტში ჩანაწერის: „ა) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „ა) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები; ქვაბულის ფერდების გამაგრება შპუნტური კედლის მეშვეობით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკით, მშენებლობის ეტაპების მეორე რიგის სამუშაოებში დაფიქსირებულია: „ა) შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7116837 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „3) ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენობა-ნაგებობის მიწის სამუშაოები“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7116837 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ივლისის №7116837 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 23 июля 2024 г.Решение7140727 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление