ქალაქი თბილისი, თენგიზ შეშელიძის ქუჩა, N 116
Решение
- Номер решения
- 7171342
- Дата решения
- 8 августа 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ნატო თოგოშვილი
- Организация
- 23720
- Застройщик (код компании)
- 400229070
Участок
- Кадастровый код
- 01.11.12.018.257
- Собственник
- შპს ,,ტიბინი ჯგუფი" (406117492)
- Площадь
- 9 300 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.12.018.257Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11050697
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 31 июля 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 8 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 8 августа 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 31 ივლისის №AR11050697 განცხადებით მომართა ნატო თოგოშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებით №01.11.12.018.257 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 24 ივლისიდან 2025 წლის 24 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად ღია ავტოსადგომების ფართობის (688.8 კვ.მ.) დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილია 43 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 688.8 კვ.მ-ს. ამასთან, წარმოდგენილი გენ-გეგმა არ იცვლება აღნიშნულ გენ-გეგმაზე ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 688.8 კვ.მ. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გენ-გეგმით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 24 ივლისის №7146848 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 8 августа 2024 г.Решение7171342 - Выдано
- 5 августа 2024 г.Ответ города
- 3 августа 2024 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- გენგეგმა.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление