OpenCAD
Отказано

ქალაქი თბილისი, მირიან მეფის ქუჩა, N 28

AR11050816Разрешение на строительствоИное назначение31 июля 2024 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7168622
Дата решения
7 августа 2024 г.
Результат
Отказано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
რიმა ლომაური
Организация
27958
Застройщик (код компании)
404504158

Участок

Кадастровый код
01.72.14.035.665
Собственник
კობა ბურნაძე (P/N: *********38)
Площадь
1 902 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11050816
Статус
Отказано
Зарегистрировано
31 июля 2024 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 7 августа 2024 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 31 ივლისს №AR11050816 განცხადებით მომართა რიმა ლომაურმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 03 აპრილის №6965992 და 2024 წლის 10 აპრილის №6974256 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 03 აპრილის №6965992 ბრძანებით №01.72.14.035.665 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6974256 ბრძანებით ზემოაღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 03 აპრილის №6965992 და 2024 წლის 10 აპრილის №6974256 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ბრძანებაში მესაკუთრის ველში მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის შპს "ფრესკო ვესტ ჯორჯიას" დაფიქსირება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 03 აპრილის №6965992 და 2024 წლის 10 აპრილის №6974256 ბრძანებების გამოცემის დროისთვის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (რეგისტრაციის №882024307562, მომზადების თარიღი: 21/03/2024 წ.) №01.72.14.035.665 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა კობა ბურნაძე (პ/ნ: 01030008738) და შპს „ვესთ ენერჯი დეველოპმენტი“ (ს/ნ: 405659844). ბრძანების “მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი-ს მესაკუთრეების ველში” ინფორმაცია ისახება ავტომატურად, განცხადების რეგისტრაციისას რუკაზე საპროექტო მიწის ნაკვეთის მონიშვნის დროს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად. თუმცა ვინაიდან, ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ იგივე სუბიექტები იყვნენ რეგისტრირებული, სამსახურის 2024 წლის 03 აპრილის №6965992 და 2024 წლის 10 აპრილის №6974256 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომა ბრძანების “მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი-ს მესაკუთრეების ველში” მესაკუთრეთა მითითების ნაწილში არ ფიქსირდება. ამასთან განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №6974256 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრე შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯია“ (ს/ნ: 404504158). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 7 августа 2024 г.Решение7168622 - Отказано
  3. 31 июля 2024 г.Файлы загружены

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление