ქალაქი თბილისი, ვალენტინ თოფურიძის ქუჩა, N 29ა
Решение
- Номер решения
- 7170473
- Дата решения
- 8 августа 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დავით პაპიძე
- Застройщик (код компании)
- 405244418
Участок
- Кадастровый код
- 01.10.18.006.257
- Собственник
- შპს "ენ სი დი ვაშლიჯვარი" (405244418)
- Площадь
- 2 359 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 16 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.18.006.257Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11051177
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 2 августа 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 8 августа 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 ივნისის №7089858 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 2 აგვისტოს №AR11051177 განცხადებით მომართა დავით პაპიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 20 ივნისის №7089858 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №2527353 ბრძანებით, №01.10.18.006.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობი - 1632.0 კვ.მ.), მრავალფუნქციური შენობა–ნაგებობის (საცხოვრებელი, საოფისე და სავაჭრო) მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2018 წლის 12 მარტის №3855508 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №2527353 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და დაფიქსირდა ახალი საკადასტრო კოდი №01.10.18.006.186 (ფართობი – 1947.0 კვ.მ.). სამსახურის 2018 წლის 31 აგვისტოს №4144074 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №2527353 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა "მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“. სამსახურის 2019 წლის 1 ნოემბრის №4734789 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №2527353 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად დაფიქსირდა ს/კ: №01.10.18.006.257 (ფართობი - 2330.0 კვ.მ.) და კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტად – 4.1. სამსახურის 2024 წლის 20 ივნისის №7089858 გადაწყვეტილებით, ისევ შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №2527353 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობად დაფიქსირდა 2359.0 კვ.მ. (ს/კ: №01.10.18.006.257). განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 20 ივნისის №7089858 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების მეორე პუნქტში საპროექტო მიწის ნაკვეთის მომატებულ ფართობად 29.0 კვ.მ-ს ნაცვლად არასწორად არის დაფიქსირებული 412.0 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2024 წლის 2 მაისის №AR11033260 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა და საპროექტო მიწის ნაკვეთის შეცვლილი ფართობის დაფიქსირება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და შევიდა ცვლილება დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების მეორე პუნქტში საპროექტო მიწის ნაკვეთის მომატებული ფართობი არასწორად დაფიქსირდა. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია – №882019678318, მომზადების თარიღი: 26/08/2019 წ.) №01.10.18.006.257 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი იყო 2330.0 კვ.მ. აღნიშნულ საკადასტრო ერთეულს, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია – №882024493692, მომზადების თარიღი: 22/04/2024 წ.) დაემატა №01.10.18.006.028 საკადასტრო ერთეული (ფართობი - 29.0 კვ.მ.) და შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის საერთო ფართობმა შეადგინა 2359.0 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 ივნისის №7089858 გადაწყვეტილებაში და: 1.1. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში საპროექტო მიწის ნაკვეთის მომატებულ ფართობად 412.0 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 29.0 კვ.მ. 1.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №2527353, 2018 წლის 12 მარტის №3855508, 2018 წლის 31 აგვისტოს №4144074 და 2019 წლის 1 ნოემბრის №4734789 ბრძანებებთან ერთად.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 ივნისის №7089858 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 აპრილის №2527353, 2018 წლის 12 მარტის №3855508, 2018 წლის 31 აგვისტოს №4144074, 2019 წლის 1 ნოემბრის №4734789 და 2024 წლის 20 ივნისის №7089858 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 8 августа 2024 г.Решение7170473 - Выдано
- 2 августа 2024 г.Файлы загружены
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление