ქალაქი თბილისი, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა, N 5ა
Решение
- Номер решения
- 7197994
- Дата решения
- 29 августа 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- კირილე მორჩილაძე
- Застройщик (код компании)
- 405304950
Участок
- Кадастровый код
- 01.18.13.037.231
- Собственник
- შპს "პერსპექტივა" (405304950)
- Площадь
- 6 788 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.18.13.037.231Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11053411
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 15 августа 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 2 дн.
- с последней повторной подачи до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 29 августа 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 15 აგვისტოს №AR11053411 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით შეთანხმდა №01.18.13.037.231 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 08 აგვისტოს №717055 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 13628.92 კვ.მ-ის ნაცვლად 13619.40 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 3550.82 კვ.მ-ის ნაცვლად 3605.94 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1941.92 კვ.მ-ის 1902.10 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 98.5 კვ.მ-ის ნაცვლად 114.23 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ღია ავტოსადგომების ფართობი 931.45 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 67 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 931.45 კვ.მ-ს. ამასთან, წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ, ღია ავტოსადგომების ფართობების მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და: 1.1.აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 20816.17 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 13619.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3605.94 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1902.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი 114.23 კვ.მ. 1.2.აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 931.45 კვ.მ. 1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 29 августа 2024 г.Решение7197994 - Выдано
- 27 августа 2024 г.Ответ города
- 27 августа 2024 г.Файлы загружены
- 23 августа 2024 г.Ответ города
- 23 августа 2024 г.Файлы загружены
- 15 августа 2024 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы3
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление