ქალაქი თბილისი, თეოფანე დავითაიას ქუჩა, N 14
Решение
- Номер решения
- 7189735
- Дата решения
- 21 августа 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გოჩა კალანდაძე
- Застройщик (код компании)
- 406124536
Участок
- Кадастровый код
- 01.17.07.021.021
- Собственник
- შპს "ოცნების სახლი" (406124536)
- Площадь
- 2 951 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 17 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.07.021.021Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11053488
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 15 августа 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 21 августа 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 15 აგვისტოს №AR11053488 განცხადებით მომართა გოჩა კალანდაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანებით №01.17.07.021.021 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 29 ივლისიდან 2027 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით კალენდარული გრაფიკი შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა. ამასთან, ბრძანებაში შენობა №3-ის მშენებლობის ეტაპები არ ფიქსირდება შეთანხმებული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად და ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 16 მაისის №AR11035254 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 25 თვეზე და სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 29 ივლისიდან 2027 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. ამასთან, 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად დაფიქსირდა 2024 წლის 16 მაისის №AR11035254 განცხადებაზე წარმოდგენილი, სამსახურის მიერ შეთანხმებული კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებული შენობა №3-ის მშენებლობის ეტაპები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანებაში და: 1.1 სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 29 ივლისიდან 2027 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 1.2 სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანების მე-4 პუნქტში მე-3 ბლოკის მშენებლობის ეტაპები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან; 2. შენობა-ნაგებობის ნაწილის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; 3. შენობის მიწის სამუშაოები; შენობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობის საძირკვლების მოწყობის სამუშაოები; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობის ნულოვან ნიშნულამდე; 4. ძირითადი კარკასის მონტაჟი +7.00 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 5. ძირითადი კარკასის მონტაჟი +15.10 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 6. შენობის სახურავის მოწყობა; 7. შენობის არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; შენობის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი; 8. გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულება 9. ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; 10. ტერიტორიის კეთილმოწყობა; სამშენებლო ნარჩენების გატანა.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 29 ივლისის №7154786 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 21 августа 2024 г.Решение7189735 - Выдано
- 15 августа 2024 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- davitaia 1.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление