ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 189
Решение
- Номер решения
- 7218506
- Дата решения
- 19 сентября 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ავთო ჟორჟოლიანი
- Организация
- 13484
- Застройщик (код компании)
- 211359858
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.011.451
- Собственник
- შპს "სანდო" (211359858)
- Площадь
- 900 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.011.451Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11056086
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 4 сентября 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 15 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 19 сентября 2024 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 04 სექტემბერს №AR11056086 განცხადებით მომართა ავთო ჟორჟოლიანმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 24 აგვისტოს №6095697 ბრძანებით №01.72.14.011.451 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს და სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანებით შეთანხმდა ზემოაღნიშნულ №01.72.14.011.451 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს და სწრაფი კვების პუნქტის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №6356385 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 14 მარტიდან 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით. შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №6356385 ბრძანება მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო, ძალადაკარგულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში. განმცხადებლის განმარტების თანახმად, აღარ არსებობს სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია, საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, რომლიდანაც დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №892024396968; მომზადების თარიღი: 14/09/2024წ.) №01.72.14.011.451 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს სანდო (საიდენტიფკაციო ნომერი: 211359858). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს სანდოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ავთო ჟორჟოლიანი. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს 2024 წლის 04 სექტემბრის №AR11056086 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანება. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 19 сентября 2024 г.Решение7218506 - Выдано
- 4 сентября 2024 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- ს-კ 01.72.14.011.451-ავტოსამრეცხაოს პროექტისა და მშენებლობის ნებრათვის გაუქმების დოკუმენტაცია.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление