OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის I ჩიხი N1

AR11060096Разрешение на строительствоИное назначение1 октября 2024 г.- Самгори
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7243664
Дата решения
8 октября 2024 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ჭუმბურიძე
Застройщик (код компании)
406305252

Участок

Кадастровый код
01.19.35.007.084
Собственник
ზვიად ცუცქირიძე (P/N: *********58)
Площадь
1 286 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11060096
Статус
Согласовано
Зарегистрировано
1 октября 2024 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 8 октября 2024 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 1 ოქტომბერს №AR11060096 განცხადებით მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანებით შეთანხმდა №01.19.35.007.084 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 თებერვლიდან 2027 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6952099 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა, მე-11 სართულის გეგმისა) ჩანაცვლდა 2024 წლის 29 თებერვლის №AR11020765 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით (წარმოდგენილი „პდფ“ ფაილის 1-12 გვერდები). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ამჯერად ითხოვს შეთანხმებული +14.15 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით, ვინაიდან შეთანხმებულ გეგმაზე გამოტანილ ექსპლიკაციაზე ბინების ნუმერაცია არ არის თანმიმდევრული. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და შეთანხმებული +14.15 ნიშნულის გეგმების (სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6952099 ბრძანების გათვალისწინებით) ურთიერთშედარების შედეგად დაადგინა, რომ შეთანხმებულ +14.15 ნიშნულის გეგმასა და გეგმაზე გამოტანილ ექსპლიკაციაზე საცხოვრებელი ბინების ნუმერაცია არ იყო თანმიმდევრული. შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებული +14.15 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლება წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანებაში და შეთანხმებული +14.15 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6952099 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით (პირველი გვერდი). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 თებერვლის №6903057 და 2024 წლის 26 მარტის №6952099 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 8 октября 2024 г.Решение7243664 - Выдано
  3. 1 октября 2024 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление