ქალაქი თბილისი, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა, N 5
Решение
- Номер решения
- 7262634
- Дата решения
- 28 октября 2024 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- კირილე მორჩილაძე
- Застройщик (код компании)
- 405304950
Участок
- Кадастровый код
- 01.18.13.037.233
- Собственник
- შპს "პერსპექტივა" (405304950)
- Площадь
- 6 924 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 18 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.18.13.037.233Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11062862
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 21 октября 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 28 октября 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 21 ოქტომბრის №AR11062862 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით №01.18.13.037.233 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №7140619 ბრძანებით ზემოაღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 22 ივლისიდან 2028 წლის 02 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 და 2024 წლის 26 სექტემბრის №7228513 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 26 ივლისს №AR11049235 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს № 7190227 ბრძანებით ჩანაცვლებულ) -3.00 ნიშნულის გეგმაზე სასაწყობე ფართებზე არასწორად არის მითითებული „დამხმარე“ ფართობი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული -3.00 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს № 7190227 ბრძანებით ჩანაცვლებულ) -3.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია „დამხმარე“ ფართობები, თუმცა ამავე გეგმაზე, ექსპლიკაციებში აღნიშნული ფართობების ჯამურ მაჩვენებელზე მითითებულია „სასაწყობე ფართობი“, რაც ასევე ასახულია სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებით ჩანაცვლებული) -3.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249, 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 და 2024 წლის 26 სექტემბრის №7228513 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 28 октября 2024 г.Решение7262634 - Выдано
- 21 октября 2024 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- - sasawyobe 21.10.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление