OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N 50

AR11067253Разрешение на строительствоИное назначение21 ноября 2024 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7312160
Дата решения
6 декабря 2024 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ილია ხავთასი
Застройщик (код компании)
405427765

Участок

Кадастровый код
01.10.08.006.700
Собственник
შპს "კომპანია ჯაოკენი ბილდინგ" (404566947)
Площадь
7 340 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11067253
Статус
Согласовано
Зарегистрировано
21 ноября 2024 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
15 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
2

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 6 декабря 2024 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 21 ნოემბერს №AR11067253 განცხადებით მომართა ილია ხავთასმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებით №01.10.08.006.700 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 16 მაისიდან 2026 წლის 16 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 2313.3 კვ.მ-ის ნაცვლად 2077.9 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1777.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1769.7 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 24299.6 კვ.მ-ის ნაცვლად 24062.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან სურს, ღია ავტოსადგომების ფართობის (732 კვ.მ) ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ფართობები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი -2.850 ნიშნულის გეგმა არ იცვლება. აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ შიდა და ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ საერთო ფართობი 24062.8 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 24056.8 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 24056.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2077.9 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 1769.7 კვ.მ., ასევე, სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 732 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებით შეთანხმებული -2.850 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 6 декабря 2024 г.Решение7312160 - Выдано
  3. 4 декабря 2024 г.Ответ города
  4. 4 декабря 2024 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление