ქალაქი თბილისი, სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა, N 1
Решение
- Номер решения
- 7333533
- Дата решения
- 25 декабря 2024 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 8 августа 2022 г. – 8 августа 2025 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი ნანსყანი
- Застройщик (код компании)
- 406209954
Участок
- Кадастровый код
- 01.17.13.051.013
- Собственник
- შპს "ისანი" (406209954)
- Площадь
- 3 839 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.13.051.013Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11071549
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 24 декабря 2024 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 25 декабря 2024 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 24 დეკემბერს №AR11071549 განცხადებით მომართა გიორგი ნანსყანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 0 8 აგვისტოს №6069934 ბრძანებით №01.17.13.051.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 8 აგვისტოდან 2025 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი: 228.25 კვ.მ. სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №6661584 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანების ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა: 2654.04 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 852.38 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 1996.98 კვ.მ., საერთო ფართობად: 22285.6 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა, -3.60 და +0.00 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2023 წლის 12 სექტემბრის №AR1989255 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმითა და ამავე ნიშნულების გეგმებით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 1996.98 კვ.მ-ის ნაცვლად 1996.7 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 22285.6 კვ.მ-ის ნაცვლად 22285.32 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, წარმოდგენილი -3.60 და +0.00 ნიშნულის გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ -3.60 და +0.00 ნიშნულის გეგმაზე ხდება ავტოსადგომების ინდივიდუალური სადგომების ფართობების დაზუსტება. საპროექტო დოკუმენტაციაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები არასწორად იქნა წარმოდგენილი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს: 1996.7 კვ.მ., საერთო ფართობად: 22285.32 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანებით შეთანხმებული -3.60 და +0.00 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 აგვისტოს №6069934 და 2023 წლის 13 სექტემბრის №6661584 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 25 декабря 2024 г.Решение7333533 - Выдано
- 24 декабря 2024 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- isani parkingebi.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление