OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი, N 71გ

AR11073995Разрешение на строительствоИное назначение18 января 2025 г.
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7364357
Дата решения
3 февраля 2025 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ბექა ჩიქობავა
Застройщик (код компании)
406320841

Участок

Кадастровый код
01.17.12.005.064
Собственник
შპს "სახლი 71" (406320841)
Площадь
9 658 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 13 ноября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11073995
Статус
Согласовано
Зарегистрировано
18 января 2025 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
3 дн.
с последней повторной подачи до решения
Раунды замечаний
3

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 3 февраля 2025 г.Решение7364357 - Выдано
  2. 3 февраля 2025 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 18 იანვარს №AR11073995 განცხადებით მომართა ბექა ჩიქობავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებით, №01.17.12.005.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (I ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 21 თებერვლის №6897593 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 21 თებერვლიდან 2025 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 1 მარტის №6915039 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5069.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 8093.4 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდა ღია ავტოსადგომის 516.5 კვ.მ. ფართობი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა (მე-2 ფურცელი) და +10.80 ნიშნულის გეგმა (მე-5 ფურცელი) ჩანაცვლდა 2024 წლის 15 თებერვლის №AR11016400 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმითა და +10.80 ნიშნულის გეგმით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და დამხმარე ფართობად 62.8 კვ.მ-ის ნაცვლად 76.4 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები დამხმარე ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი დამხმარე ფართობი არასწორი დაჯამების გამო. აღსანიშნავია, რომ დამხმარე ფართობის გასწორება გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 8093.4 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 8107.0 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 76.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 8107.0 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანებით შეთანხმებული - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული ±0.000 და +51.750 ნიშნულების გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 თებერვლის №6877473 და 2024 წლის 1 მარტის №6915039 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 31 января 2025 г.Ответ города
  4. 31 января 2025 г.Файлы загружены
  5. 28 января 2025 г.Ответ города
  6. 28 января 2025 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы2

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление