ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31
Решение
- Номер решения
- 7387689
- Дата решения
- 21 февраля 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ირაკლი მაზიაშვილი
- Застройщик (код компании)
- 430042937
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.036.152
- Собственник
- თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
- Площадь
- 2 500 м²
- Назначение земли
- სასოფლო-სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.036.152Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11077946
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 14 февраля 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 21 февраля 2025 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 14 თებერვალს №AR11077946 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით, №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის II ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2024 წლის 20 მაისის №7030093 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 20 ივნისის №7089723 და 2024 წლის 5 ივლისის №7115538 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომები სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ჩანაცვლდა +0.00 ნიშნულის და +3.00 ნიშნულების გეგმები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის II ბლოკის ნაცვლად“ ნაცვლად დაფიქსირებულია „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ №AR11007903 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის II ბლოკის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, მათ შორის გენერალური გეგმა. სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის II ბლოკის არქიტექტურული პროექტი, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა მითითებული საპროექტო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი ბლოკი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეთანხმდეს: ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში მდებარე №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის II ბლოკის არქიტექტურული პროექტი.“ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 თებერვლის №6897964, 2024 წლის 20 ივნისის №7089723 და 2024 წლის 5 ივლისის №7115538 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 21 февраля 2025 г.Решение7387689 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление