ქალაქი თბილისი , ქუჩა ბეჟანიშვილი , N 11
Решение
- Номер решения
- 7463476
- Дата решения
- 30 апреля 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ლუკა ჩაგანავა
- Застройщик (код компании)
- 211326732
Участок
- Кадастровый код
- 01.12.12.005.001
- Площадь
- 2 833 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.12.12.005.001Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11082561
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 17 марта 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 44 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 30 апреля 2025 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 17 მარტს №AR11082561 განცხადებით მომართა ლუკა ჩაგანავამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანებით №01.12.12.005.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2023 წლის 02 ოქტომბრის №6689997 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 18 დეკემბრიდან 2028 წლის 18 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლები მქონე პირის შპს „შიზის“ (ს/ნ: 406368728) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის №902024004335, თარიღი: 15/01/2025) თანახმად, №01.12.12.005.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლების მქონე პირს წარმოადგენს შპს „შიზი“ (ს/ნ: 406368728), ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შპს "ბუბუ 2005", დარიკო პაპუაშვილი და შპს „ახალი ქსელები“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23022638; მომზადების თარიღი: 20/02/2023წ.) შპს „შიზის“ (ს/ნ: 406368728) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შმაგი ნეფარიძე (პ/ნ: 01012009194) ხოლო, სამსახურს განცხადებით მომართავს ლუკა ჩაგანავა. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია განმცხადებლის სახელზე გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (რეგისტრაციის №250495506, თარიღი: 29.04.2025 წ.), რომლითაც დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობანაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.12.12.005.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლების მქონე პირს წარმოადგენს შპს „შიზი“ (ს/ნ: 406368728), რომლის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შმაგი ნეფარიძის (პ/ნ: 01012009194) წარმომადგენელი მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „შიზის“ (ს/ნ: 406368728), დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანებაში და დამკვეთად დარიკო პაპუაშვილისა და შპს "ბუბუ 2005"-ის (ს/ნ: 406190269) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „შიზი“ (ს/ნ: 406368728). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 დეკემბრის №7324321 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 30 апреля 2025 г.Решение7463476 - Выдано
- 29 апреля 2025 г.Ответ города
- 29 апреля 2025 г.Файлы загружены
- 17 марта 2025 г.Файлы загружены
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление