ქალაქი თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი, N 71გ
Решение
- Номер решения
- 7437240
- Дата решения
- 3 апреля 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ილია ხავთასი
- Застройщик (код компании)
- 406320841
Участок
- Кадастровый код
- 01.17.12.005.064
- Собственник
- შპს "სახლი 71" (406320841)
- Площадь
- 9 658 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 13 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.12.005.064Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11084224
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 27 марта 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 3 апреля 2025 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის № 7399145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 27 მარტს №AR11084224 განცხადებით მომართა ილია ხავთასმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებით №01.17.12.005.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის/კომპლექსის (III ბლოკი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვა 2025 წლის 04 მარტიდან 2028 წლის 04 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 04 მარტის № 7399145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და საცხოვრებელი ფართობად 8849.6 კვ.მ-ის ნაცვლად 8846.1 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 5547.5 კვ.მ-ის ნაცვლად 5545.1 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 651.4 კვ.მ-ის ნაცვლად 651.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 20028.5 კვ.მ-ის ნაცვლად 19954.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს ასევე სურს, სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 304.4 კვ.მ. ამასთან განმცხადებელი განმარტავს, რომ წარმოდგენილი გეგმები მოყვანილ იქნა შეთანხმებულ კონსტრუქციულ პროექტთან შესაბამისობაში. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება ფართობების და სვეტების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმის მიხედვით III ბლოკისთვის განკუთვნილია 23 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 304.4 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 19954.1 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 8846.1 კვ.მ., საოფისე ფართობად 5545.1 კვ.მ., კომერციულ ფართობად 651.2 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 304.4 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებით შეთანხმებული „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები და გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე გეგმებით და გენ-გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399145 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 3 апреля 2025 г.Решение7437240 - Выдано
- 27 марта 2025 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- გენგეგმა და შესწორებული გეგმები.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление