ქალაქი თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 9ა
Решение
- Номер решения
- 7489724
- Дата решения
- 23 мая 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ქრისტინა შარაშენიძე
- Застройщик (код компании)
- 404504639
Участок
- Кадастровый код
- 01.13.03.023.089
- Собственник
- შპს "ბაუსტარი მმ" (404504639)
- Площадь
- 10 275 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 16 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.13.03.023.089Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11088640
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 28 апреля 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 1 дн.
- с последней повторной подачи до решения
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 23 мая 2025 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 28 აპრილის №AR11088640 განცხადებით მომართა ქრისტინა შარაშენიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ევგენი მიქელაძის ქუჩა №9ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.03.023.089), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6176294 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებაში „ა“ და „ბ“ ბლოკების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცალ-ცალკე დაფიქსირებასთან დაკავშირებით განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „ა“ ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობი 2957.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2569.6 კვ.მ. ამასთან, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად ღია ავტოსადგომების ფართობის 1034.8 კვ.მ-ის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილია 71 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 1034.8 კვ.მ.). თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად გამორჩენილ იქნა აღნიშნული ღია ავტოსადგომების ბრძანებაში (ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად) დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებაში და: 1.1 „ა“ ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 2569.6 კვ.მ. საერთო ფართობად: 22371.4 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომების ფართობი: 1034.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №5488224 და 2022 წლის 24 ოქტომბრის №6176294 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 23 мая 2025 г.Решение7489724 - Выдано
- 22 мая 2025 г.Ответ города
- 22 мая 2025 г.Файлы загружены
- 15 мая 2025 г.Ответ города
- 15 мая 2025 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление