OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 40

AR11091560Разрешение на строительствоИное назначение17 мая 2025 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7483712
Дата решения
20 мая 2025 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მიხეილ ჯინჭარაძე
Застройщик (код компании)
405551353

Участок

Кадастровый код
01.10.07.007.175
Собственник
შპს "ჯიდი +" (438731990)
Площадь
13 918 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11091560
Статус
Согласовано
Зарегистрировано
17 мая 2025 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
3 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 20 мая 2025 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 17 მაისს №AR11091560 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ( ბლოკი: D-1; D-2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 15 მაისის №7480544 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 15 მაისიდან 2027 წლის 15 მაისის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 20853.8 კვ.მ-ის ნაცვლად 19963.5 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1703.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2194.5 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 189.6 კვ.მ-ის ნაცვლად 192.1 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 30953.8 კვ.მ-ის ნაცვლად 30953.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882025452964; მომზადების თარიღი: 23/04/2025 წ.), №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ინნ დეველოპმენტი+ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405551353). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადების რეგისტრაციის ნომერი: B25020381, მომზადების თარიღი: 26.02.2025 წ.), „შპს ინნ დეველოპმენტი+“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზვიად ნოზაძე. 2025 წლის 24 აპრილის №AR11088509 განცხადებაზე წარმოდგენილი 2025 წლის 07 მარტის №250260204 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მიხეილ ჯინჭარაძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 30953.8 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 19963.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2194.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად 192.1 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 04 მარტის №7399048 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 20 мая 2025 г.Решение7483712 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление