ქალაქი თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის II შესახვევი, N 8
Решение
- Номер решения
- 7566978
- Дата решения
- 24 июля 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დავით ფანჯაკიძე
- Застройщик (код компании)
- 400232707
Участок
- Кадастровый код
- 01.14.05.007.217
- Собственник
- შპს "ტეტრისი" (404895556)
- Площадь
- 7 056 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 2 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.05.007.217Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11100171
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 15 июля 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 9 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 24 июля 2025 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 15 ივლისს №AR11100171 განცხადებით მომართა დავით ფანჯაკიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.05.007.217 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალფუნქციური კომპლექსის (ბლოკი №5, კორპუსი „გ“) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 03 ივლისიდან 2026 წლის 03 ივლისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს დამხმარე ფართობად 170.8 კვ.მ-ის ნაცვლად 215.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ასევე, სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს „გ“ კორპუსისთვის (ბლოკი №5) განკუთვნილი ღია ავტოსადგომის ფართობი 582.7 კვ.მ. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი დამხმარე ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი -2.800 და +69.310 ნიშნულების გეგმები არ იცვლება აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან დგინდება, რომ დამხმარე ფართობის გასწორება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას და იგი შეადგენს 8989.4 კვ.მ. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე „გ“ კორპუსისთვის (ბლოკი №5) განკუთვნილია 43 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 582.7 კვ.მ.-ს. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ „გ“ კორპუსისთვის (ბლოკი №5) განკუთვნილი ღია ავტოსადგომების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებაში და: 1.1.ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 8989.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად 215.8 კვ.მ. 1.2.ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს „გ“ კორპუსისთვის (ბლოკი №5) განკუთვნილი ღია ავტოსადგომის ფართობი 582.7 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებით შეთანხმებული -2.800, +69.310 და 0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 03 ივლისის №7538234 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 24 июля 2025 г.Решение7566978 - Выдано
- 23 июля 2025 г.Ответ города
- 23 июля 2025 г.Файлы загружены
- 14 июля 2025 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление