ქალაქი თბილისი , ქუჩა ძოწის , N 2
Решение
- Номер решения
- 7597770
- Дата решения
- 20 августа 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი ლეჟავა
- Застройщик (код компании)
- 405589395
Участок
- Кадастровый код
- 01.14.01.008.094
- Собственник
- შპს "ჰორვატს" (405349154)
- Площадь
- 4 167 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.01.008.094Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Ландшафтно-рекреационная
- Подзона
- lsz
- K1
- 0
- K2
- 0
- Зона Ландшафтно-рекреационная: городская карта не указывает K2 для зон этого типа (0 означает «не опубликовано», а не запрет на строительство). Проверьте регламент зонирования.
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11104266
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 13 августа 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 20 августа 2025 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 13 აგვისტოს №AR11104266 განცხადებით მომართა გიორგი ლეჟავამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებით №01.14.01.008.094 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საერთო ფართობად 23950.6 კვ.მ-ის ნაცვლად 23932.4 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 237.0 კვ.მ-ის ნაცვლად 218.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ფართობები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ფართობები, არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, დგინდება, რომ წარმოდგენილი -9.30, -6.20, -3.10, +3.10, +12.50 და +18.90 ნიშნულის გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 23932.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად 218.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებით შეთანხმებული -9.30, -6.20, -3.10, +3.10, +12.50 და +18.90 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №7494426 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 20 августа 2025 г.Решение7597770 - Выдано
- 13 августа 2025 г.Файлы загружены
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление