OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , მიკრო/რაიონი III , კორპუსი N29-ის მიმდებარედ

AR11106073Разрешение на строительствоИное назначение4 сентября 2025 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7616312
Дата решения
11 сентября 2025 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ლია მახალდიანი
Застройщик (код компании)
402185407

Участок

Кадастровый код
01.10.08.006.217
Собственник
შპს "პერსპექტივა 2" (402185407)
Площадь
6 194 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11106073
Статус
Согласовано
Зарегистрировано
4 сентября 2025 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 11 сентября 2025 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 04 სექტემბერს №AR11106073 განცხადებით მომართა ლია მახალდიანმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებით, №01.10.08.006.217 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 7 ივლისის №7543641 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია (გარე) ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 1010.85 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა (გვ. 30) ჩანაცვლდა 2025 წლის 19 ივნისის №AR11096516 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. სამსახურის 2025 წლის 14 ივლისის №7583492 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებაში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 33087.08 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 21448.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 5361.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2850.17 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 3107.74 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა -3.00, +3.00 ნიშნულებისა და სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდა №AR11100041 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომები. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება. აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ნუმერაციის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7519490 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 ივლისის №7543641 და 2025 წლის 14 ივლისის №7583492 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 11 сентября 2025 г.Решение7616312 - Выдано
  3. 3 сентября 2025 г.Файлы загружены
  4. 26 августа 2025 г.Файлы загружены

Документы

Чертежи и проектные файлы2

  • 1სართულის ჩასანაცვლებელი გეგმა.pdfОткрыть ↗
  • 1სართულის ჩასანაცვლებელი გეგმა.pdfОткрыть ↗

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление