ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ნასიძე , N 2
Решение
- Номер решения
- 7632262
- Дата решения
- 18 сентября 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- გიორგი ნარუსლიშვილი
- Застройщик (код компании)
- 205276093
Участок
- Кадастровый код
- 01.10.17.042.029
- Собственник
- ქეთევან მამაგულაშვილი (P/N: *********07) (P/N: *********07)
- Площадь
- 2 445 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.10.17.042.029Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11106709
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 12 сентября 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 18 сентября 2025 г.Решение7632262 - Выдано
- 18 сентября 2025 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 12 სექტემბერს №AR11106709 განცხადებით მომართა გიორგი ნარუსლიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა ქ. თბილისში, სულხან ნასიძის 2-ში მდებარე №01.10.17.042.029.01.02.061 და №01.10.17.042.029.01.02.062 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების ფასადზე, პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების (რეკონსტრუქცია) განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ განმცხადებელი უთითებს, რომ გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციის ველში და სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის დაფიქსირებული საპროექტო ობიექტის (კონკრეტული ფართის) საკადასტრო კოდები და მისი მესაკუთრე. შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2025 წლის 25 ივლისის №AR11097679 განცხადებით, საპროექტო ობიექტების მესაკუთრის გიორგი ნარუსლიშვილის მიერ მოთხოვნილ იქნა, ქ. თბილისში, სულხან ნასიძის 2-ში მდებარე №01.10.17.042.029.01.02.061 და №01.10.17.042.029.01.02.062 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების ფასადზე, პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების (რეკონსტრუქცია) განხორციელების შესაძლებლობაზე თანხმობის მიღება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და შესაბამისი „ფოტომონტაჟი“. სამსახურმა იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციის ველში და სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად საპროექტო ფართების წილობრივი საკადასტრო კოდებისა (№01.10.17.042.029.01.02.061 და №01.10.17.042.029.01.02.062) შეცდომით მიეთითა მიწის ნაკვეთის ერთიანი საკადასტრო კოდი (№01.10.17.042.029) და მესაკუთრე(ები)ს გრაფაშიც ავტომატურად აისახა რუკაზე მონიშნული მიწის ნაკვეთის და არა საპროექტო ობიექტების მესაკუთრე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილებაში და: 1.1. გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციაში - „მიწის ნაკვეთ(ებ)ი / ობიექტ(ებ)ის” ველში საკადასტრო კოდის გრაფაში მიეთითოს - №01.10.17.042.029.01.02.061; №01.10.17.042.029.01.02.062; მესაკუთრე(ები)ს გრაფაში - გიორგი ნარუსლიშვილი (პ/ნ: 01024007164). 1.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სულხან ნასიძის 2-ში მდებარე №01.10.17.042.029.01.02.061 და №01.10.17.042.029.01.02.062 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების ფასადებზე, პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების (რეკონსტრუქცია) განხორციელების შესაძლებლობაზე თანხმობის მიღებას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოებს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება ქ. თბილისში, სულხან ნასიძის 2-ში მდებარე №01.10.17.042.029.01.02.061 და №01.10.17.042.029.01.02.062 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების ფასადებზე, პირველი კლასის სამშენებლო სამუშაოების (რეკონსტრუქცია) განხორციელების შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №7590838 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 2 сентября 2025 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- 61....62.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление