ქალაქი თბილისი, მოსკოვის გამზირი, N 13, კორპუსი 17
Решение
- Номер решения
- 7653161
- Дата решения
- 6 октября 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ვერიკო ბაბუციძე
- Застройщик (код компании)
- 405000207
Участок
- Кадастровый код
- 01.17.12.003.265
- Собственник
- შპს "ჯეი1" (405000207)
- Площадь
- 906 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.12.003.265Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Промышленная
- Подзона
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Зона Промышленная: городская карта не указывает K2 для зон этого типа (0 означает «не опубликовано», а не запрет на строительство). Проверьте регламент зонирования.
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11110508
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 26 сентября 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 10 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 6 октября 2025 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 26 სექტემბერს №AR11110508 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებით №01.17.12.003.265 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი №17) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №7490489 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი №13-ში მდებარე №01.17.12.003.265 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი №17) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. საპროექტო შენობა-ნაგებობისთვის, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 104.8 კვ.მ., ხოლო ღია ავტოსადგომების რაოდენობად - 7.“. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებაში სახლი №17-თვის დაფიქსირდეს 7 ღია ავტოსადგომი, რომლიდანაც 6 ღია ავტოსადგომი მდებარეობს №01.17.12.003.258 საკადასტრო ერთეულზე (82.8 კვ.მ), ხოლო 1 ღია ავტოსადგომი მდებარეობს №01.17.12.003.266 საკადასტრო ერთეულზე (22 კვ.მ). დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გადანაწილების სქემის მიხედვით სახლი №17-ისთვის გათვალისწინებულია 7 ღია ავტოსადგომი, აქედან 6 ღია ავტოსადგომი მდებარეობს №01.17.12.003.258 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (82.8 კვ.მ.), ხოლო, 1 ღია ავტოსადგომი №01.17.12.003.266 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (22 კვ.მ.). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახლი №17-თვის ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდეს 104.8 კვ.მ., რომლიდანაც, 6 ღია ავტოსადგომი მდებარეობს №01.17.12.003.258 საკადასტრო ერთეულზე (82.8 კვ.მ), ხოლო 1 ღია ავტოსადგომი მდებარეობს №01.17.12.003.266 საკადასტრო ერთეულზე (22 კვ.მ). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №7481540 და 2025 წლის 27 მაისის №7490489 ბრძანებებთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 6 октября 2025 г.Решение7653161 - Выдано
- 26 сентября 2025 г.Файлы загружены
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление