OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, თეიმურაზ I ქუჩა, N 14

AR11114825Разрешение на строительствоИное назначение28 октября 2025 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7685520
Дата решения
31 октября 2025 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
ვასილი ცომაია
Застройщик (код компании)
405461432

Участок

Кадастровый код
01.10.06.001.248
Собственник
შპს "გრადა პარკი" (405461432)
Площадь
12 927 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 24 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11114825
Статус
Согласовано
Зарегистрировано
28 октября 2025 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
3 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 31 октября 2025 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 28 ოქტომბერს №AR11114825 განცხადებით მომართა ვასილ ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (№4 ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 26 აგვისტოდან 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 11 სექტემბრის №7620701 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 11315.13 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 6554 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1491.7 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1722.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად 36.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1511 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 03 სექტემბერს №AR11106917 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საერთო ფართობი 11315.13 კვ.მ.-ის ნაცვლად უნდ აიყოს 11315.3 კვ.მ. ასევე, 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2025 წლის 11 სექტემბრის №7620701 ბრძანებით ჩანაცვლებულ) 0.00 ნიშნულის გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ფართობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი და გეგმა შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ცხრილში ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 11315.3 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2025 წლის 11 სექტემბრის №7620701 ბრძანებით ჩანაცვლებული) 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 და 2025 წლის 11 სექტემბრის №7620701 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 31 октября 2025 г.Решение7685520 - Выдано
  3. 28 октября 2025 г.Файлы загружены

Документы

Прочие файлы1

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление