ქალაქი თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 9ა
Решение
- Номер решения
- 7758201
- Дата решения
- 30 декабря 2025 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ქრისტინა შარაშენიძე
- Застройщик (код компании)
- 404504639
Участок
- Кадастровый код
- 01.13.03.023.089
- Собственник
- შპს "ბაუსტარი მმ" (404504639)
- Площадь
- 10 275 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 16 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.13.03.023.089Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11122649
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 23 декабря 2025 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 30 декабря 2025 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 დეკემბრის №7736742 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 23 დეკემბრის №AR11122649 განცხადებით მომართა ქრისტინა შარაშენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 10 დეკემბრის №7736742 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 დეკემბრის №7736742 ბრძანებით, №01.13.03.023.089 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 18 დეკემბრის №7747024 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 10 დეკემბერის №7736742 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა: 20504.1 კვ.მ., საერთო ფართობად: 28151.4 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 18 დეკემბრის №7747024 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 20504.1 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 6442.4 კვ.მ., საოფისე ფართობი 586.4 კვ.მ-ის ნაცვლად 588.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 1027.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1058.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1039.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1267.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი 265.6 კვ.მ-ის ნაცვლად 224.5 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 4729.1 კვ.მ-ის ნაცვლად 4834.5 კვ.მ., საერთო ფართობად 28151.4 კვ.მ-ის ნაცვლად 14415.4 კვ.მ., შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 დეკემბრის №7736742 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 6442.4 კვ.მ., საოფისე ფართობად: 588.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 1058.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 1267.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 224.5 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 4834.5 კვ.მ., საერთო ფართობად: 14415.4 კვ.მ., 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 დეკემბრის №7736742 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 დეკემბრის №7736742 და 2025 წლის 18 დეკემბრის №7747024 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 30 декабря 2025 г.Решение7758201 - Выдано
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление