ქალაქი თბილისი, ინოვაციების ქუჩა, N20, N22, N24, N26, N28, N30
Решение
- Номер решения
- 7799995
- Дата решения
- 10 февраля 2026 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ალექსანდრე თაბუკაშვილი
- Застройщик (код компании)
- 405501504
Участок
- Кадастровый код
- 01.15.01.004.070
- Собственник
- შპს "მ2 მთაწმინდის პარკთან" (405501504)
- Площадь
- 20 000 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.15.01.004.070Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Рекреационная
- Подзона
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11125201
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 17 января 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 24 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 10 февраля 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 17 იანვარს №AR11125201 განცხადებით მომართა ალექსანდრე თაბუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებით №01.15.01.004.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (№5 შენობა) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 518.4 კვ.მ-ის ნაცვლად 522.5 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 1540.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1540.8 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6549.0 კვ.მ-ის ნაცვლად 6553.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ– ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან დგინდება რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6553.3 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 522.5 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 1540.8 კვ.მ. 1.2. სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებით შეთანხმებული -3.00, 0.00 და +3.30 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 08 დეკემბრის №7733042 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 10 февраля 2026 г.Решение7799995 - Выдано
- 6 февраля 2026 г.Ответ города
- 5 февраля 2026 г.Файлы загружены
- 17 января 2026 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление