ქალაქი თბილისი, იოსებ გრიშაშვილის ქუჩა, N 46ა
Решение
- Номер решения
- 7783229
- Дата решения
- 27 января 2026 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ქეთევან ფანცულაია
- Организация
- 27731
- Застройщик (код компании)
- 205023277
Участок
- Кадастровый код
- 01.18.04.015.046
- Собственник
- შპს "მშენებელი-2004" (205023277)
- Площадь
- 1 882 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 13 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.18.04.015.046Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11125623
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 21 января 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 27 января 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 21 იანვარს №AR11125623 განცხადებით მომართა ქეთევან ფანცულაიამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებით, №01.18.04.015.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 19 ნოემბრის №7708449 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებაში და შეთანხმებული -3.30 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 10 ნოემბრის №AR11116750 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. სამსახურის 2026 წლის 14 იანვრის №7771482 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებაში და შეთანხმებული -3.30, 0.00 და +9.90 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2025 წლის 17 დეკემბრის №AR11122035 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 1584.4 კვ.მ-ის ნაცლად 1733.0 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 263.3 კვ.მ-ის ნაცვლად 263.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 475.0 კვ.მ-ის ნაცვლად 473.3 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 3422.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3569.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული +0.00, +3.30 და +6.60 ნიშნულების გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული +0.00, +3.30 და +6.60 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება აღნიშნული ნიშნულების წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1733.0 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 263.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 473.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 3569.0 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანებით არქიტექტურული შეთანხმებული +0.00, +3.30 და +6.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №7690883, 2025 წლის 19 ნოემბრის №7708449 და 2026 წლის 14 იანვრის №7771482 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 27 января 2026 г.Решение7783229 - Выдано
- 21 января 2026 г.Файлы загружены
Документы
Чертежи и проектные файлы1
- 260121 - გრიშაშვილი 46ა - გეგმები - კორექტირებული ტექ-ეკონომიკური.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление