ქალაქი თბილისი, ინოვაციების ქუჩა, N20, N22, N24, N26, N28, N30
Решение
- Номер решения
- 7828469
- Дата решения
- 4 марта 2026 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ალექსანდრე თაბუკაშვილი
- Застройщик (код компании)
- 405501504
Участок
- Кадастровый код
- 01.15.01.004.070
- Собственник
- შპს "მ2 მთაწმინდის პარკთან" (405501504)
- Площадь
- 20 000 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.15.01.004.070Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Рекреационная
- Подзона
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11130920
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 25 февраля 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 4 марта 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 25 თებერვალს №AR11130920 განცხადებით მომართა ალექსანდრე თაბუკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებით №01.15.01.004.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (№6 შენობა) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 12 თებერვლის №7801915 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 7563.0 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად - 567.5 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად - 1825.6 კვ.მ. და შეთანხმებული -3.00, 0.00, +3.30 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2026 წლის 17 იანვრის №AR11125202 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობი 1690.3 ნაცვლად შეადგენს 1690.2 კვ.მ-ს, ხოლო საერთო ფართობი 7563.0 კვ.მ-ის ნაცვლად 7562.9 კვ.მ-ს. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული საზაფხულო ფართობი და გეგმა - ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საზაფხულო და საერთო ფართობები, არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან დგინდება რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1690.2 კვ.მ., საერთო ფართობად 7562.9 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00, +3.30 და +13.45 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 8 დეკემბრის №7733123 და 2026 წლის 12 თებერვლის №7801915 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 4 марта 2026 г.Решение7828469 - Выдано
- 2 марта 2026 г.Ответ города
- 2 марта 2026 г.Файлы загружены
- 24 февраля 2026 г.Файлы загружены
Документы
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление