ქალაქი თბილისი, ჯავახეთის ქუჩა, N 82
Заявитель
- Имя
- კონსტანტინე ღვინჯილია
- Застройщик (код компании)
- 401965478
Участок
- Кадастровый код
- 01.19.36.001.533
- Собственник
- შპს "გოლდენ აპარტ" (401965478)
- Площадь
- 1 677 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 13 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.19.36.001.533Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11132000
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 4 марта 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 7 дн.
- с момента регистрации до последнего ответа города
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 11 марта 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 4 მარტის №AR11132000 განცხადებით მომართა კონსტანტინე ღვინჯილიამ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 12 დეკემბრის №7318986 ბრძანებით, №01.19.36.001.533 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2025 წლის 5 თებერვლის №7367971 და 2025 წლის 24 ივლისის №7565399 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2024 წლის 12 დეკემბრის №7318986 ბრძანებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირობებთან და საპროექტო ობიექტის ფუნქციების პროცენტული მაჩვენებლების დაზუსტებასთან დაკავშირებით. სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანებით, სამსახურის 2024 წლის 12 დეკემბრის №7318986 ბრძანებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო ობიექტად „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის“ ნაცვლად მითითებულია „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ვინაიდან, სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანება გამოცემულია სამსახურის 2024 წლის 12 დეკემბრის №7318986 ბრძანებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, საპროექტო ობიექტად უნდა დაფიქსირებულიყო მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა. ამასთან, სამსახურს 2025 წლის 13 ივნისის №AR11094620 განცხადებით სამსახურს მომართა კონსტანტინე ღვინჯილიამ და მოითხოვა №01.19.36.001.533 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანებით. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში საპროექტო ობიექტად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეთანხმდეს: ქ. თბილისში, ჯავახეთის ქ. N82-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.36.001.533), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის №7825311 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление