ქალაქი თბილისი , სოფ.დიღომი "ჩალიპირები"
Решение
- Номер решения
- 7857475
- Дата решения
- 25 марта 2026 г.
- Результат
- Выдано
- Срок строительства
- 12 марта 2026 г. – 12 марта 2028 г.
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ირაკლი მაზიაშვილი
- Застройщик (код компании)
- 406316204
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.035.250
- Собственник
- შპს ქვოლითი ბილდინგ სუფლაის (406316204)
- Площадь
- 3 750 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.035.250Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11134495
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 19 марта 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 6 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 25 марта 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 19 მარტს №AR11134495 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებაში ტექნკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 05 თებერვლის №7796268 ბრძანებით №01.72.14.035.250 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 12 მარტიდან 2028 წლის 12 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ნიშნულის მითითებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტის და კალენდარული გრაფიკის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში მე-6 ეტაპით განსაზღვრულ სამუშაოებში არასწორად იქნა მითითებული ნიშნული. შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ 2026 წლის 05 თებერვლის №7796268 ბრძანებით შეთანხმებული კონსტრუქციული პროექტი არ ითვალისწინებდა „ქვაბულის ფერდების შემაკავებელი და მომიჯნავე შენობებზე ზეგავლენის დამხშობი კონსტრუქციების მოწყობას“. თუმცა, სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის კალენდარულ გრაფიკში არასწორად დაფიქსირდა აღნიშნული ჩანაწერი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის პირველი ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნას შემდეგი ჩანაწერი: „ქვაბულის ფერდების შემაკავებელი და მომიჯნავე შენობებზე ზეგავლენის დამხშობი კონსტრუქციების მოწყობასთან“. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტში „+28.50“ ნიშნულის ნაცვლად დაფიქსირდეს „+31.70“ ნიშნული. 1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის მე-7 გვერდი და კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე მშენებლობის ორგანიზების პროექტის მე-7 გვერდით და კალენდარული გრაფიკით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 12 მარტის №7840853 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 25 марта 2026 г.Решение7857475 - Выдано
- 19 марта 2026 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- მოპი ჩალიპირები.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление