OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი , სოფელი ტაბახმელა

AR11137443Разрешение на строительствоИное назначение7 апреля 2026 г.- Табахмела
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7877297
Дата решения
8 апреля 2026 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
გიორგი ჩოგოვაძე
Застройщик (код компании)
405488486

Участок

Кадастровый код
01.81.02.258.013
Собственник
შპს ''იორკ თაუნ'' (405488486)
Площадь
11 111 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11137443
Статус
Согласовано
Зарегистрировано
7 апреля 2026 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
1 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 8 апреля 2026 г.Ответ города

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 7 აპრილის №AR11137443 განცხადებით მომართა გიორგი ჩოგოვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე №01.81.02.258.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში I კლასის სამშენებლო სამუშაოების (საყრდენი კედელი, ღობე და დეკორატიული ელემენტები) განხორციელების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის დაფიქსირებული განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2025 წლის 20 აგვისტოს №AR11105207 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე №01.81.02.258.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში I კლასის სამშენებლო სამუშაოების (საყრდენი კედელის, ღობისა და დეკორატიული ელემენტების) განხორციელების შესაძლებლობაზე შესაბამისი თანხმობის მიღება. სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7860046 გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე №01.81.02.258.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში I კლასის სამშენებლო სამუშაოების (საყრდენი კედელი, ღობე და დეკორატიული ელემენტები) განხორციელებაზე შესაბამისი თანხმობის მიღებას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება პირველი კლასის ობიექტს და გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ეთანხმება, ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე №01.81.02.258.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში I კლასის სამშენებლო სამუშაოების (საყრდენი კედელი, ღობე და დეკორატიული ელემენტები) განხორციელების შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №7621311 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 8 апреля 2026 г.Решение7877297 - Выдано
  3. 7 апреля 2026 г.Файлы загружены

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление