OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ტარიელის ქუჩა, N 1

AR11143851Разрешение на строительствоИное назначение20 мая 2026 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7929984
Дата решения
22 мая 2026 г.
Результат
Выдано
Срок строительства
20 ноября 2025 г. – 20 мая 2027 г.
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მიხეილ ჯინჭარაძე
Застройщик (код компании)
405463350

Участок

Кадастровый код
01.72.14.305.001
Собственник
შპს "კოლოსი დიღომი" (405463350)
Площадь
1 779 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11143851
Статус
Согласовано
Зарегистрировано
20 мая 2026 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
2 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 22 мая 2026 г.Решение7929984 - Выдано
  2. 22 мая 2026 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7452819 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 20 მაისის №AR11143851 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7452819 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7452819 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.305.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2025 წლის 20 ნოემბრის №7711260 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 20 ნოემბრიდან 2027 წლის 20 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ წარმოდგენილ -3.00 ნიშნულის გეგმაზე დაზუსტდა ავტოსადგომების ნუმერაცია. შესაბამისად ითხოვს წარმოდგენილი -3.00 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი -3.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება. აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ავტოსადგომების ნუმერაციის დაზუსტება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: 882026150447; მომზადების თარიღი: 25/02/2026წ.), №01.72.14.305.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კოლოსი დიღომი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405463350). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „კოლოსი დიღომი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405463350) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ამირან ანდღულაძე. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2022 წლის 21 ნოემბრის №221593825 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მიხეილ ჯინჭარაძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7452819 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7452819 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -3.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7452819 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 22 აპრილის №7452819 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  3. 20 мая 2026 г.Файлы загружены

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление