OpenCAD
Согласовано

ქალაქი თბილისი, დავით ჯაბიძის ქუჩა N 13

AR11148482Разрешение на строительствоИное назначение19 июня 2026 г.- Глдани
Войдите, чтобы отслеживать

Решение

Номер решения
7977625
Дата решения
26 июня 2026 г.
Результат
Выдано
Отчёт города о решении ↗ (открывается в новой вкладке)

Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Заявитель

Имя
მარიამ ეფრემიძე
Застройщик (код компании)
405148086

Участок

Кадастровый код
01.11.10.013.335
Собственник
შპს "სოლუმ დეველოპმენტი" (405148086)
Площадь
1 624 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 1 октября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11148482
Статус
Согласовано
Зарегистрировано
19 июня 2026 г.
Тип
Разрешение на строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.

Ход дела

Длительность дела
7 дн.
с момента регистрации до решения
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 26 июня 2026 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 19 ივნისს №AR11148482 განცხადებით მომართა მარიამ ეფრემიძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებით, №01.11.10.013.335 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2026 წლის 18 ივნისის №7968039 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 22.5 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად - 676.1 კვ.მ., საერთო ფართობად - 7151.3 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებით შეთანხმებული +10.70, +13.90, +17.10 და +20.30 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა №AR11147396 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საზაფხულო ფართობად 682.0 კვ.მ-ის ნაცვლად 681.8 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 7151.3 კვ.მ-ის ნაცვლად 7151.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 681.8 კვ.მ., საერთო ფართობად 7151.1 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2026 წლის 8 ივნისის №7953635 და 2026 წლის 18 ივნისის №7968039 ბრძანებებთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Показать ещё
  2. 26 июня 2026 г.Решение7977625 - Выдано

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление