ქალაქი თბილისი , ქუჩა ვიქტორ კუპრაძე , N 72 , კორპუსი 4
Решение
- Номер решения
- 8076451
- Дата решения
- 11 сентября 2026 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ბექა დანელიშვილი
- Застройщик (код компании)
- 404934381
Участок
- Кадастровый код
- 01.19.36.014.488
- Собственник
- სააქციო საზოგადოება ,,Hualing international special economic zone'' (404934381)
- Площадь
- 4 138 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.19.36.014.488Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Рекреационная
- Подзона
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11158426
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 27 августа 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 1 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 15 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 11 сентября 2026 г.Решение8076451 - Выдано
- 11 сентября 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 27 აგვისტოს №AR11158426 განცხადებით მომართა ბექა დანელიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებით, №01.19.36.014.488 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ოლიმპიური სოფლის საცხოვრებელი კორპუსის (გრგ-ს მიხედვით A სექტორის კორპუსი №4) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1351907 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საერთო ფართობად დაფიქსირდა 7404.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 625.6 კვ.მ., ხოლო მანსარდის ფართობად 508.2 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 625.6 კვ.მ-ის ნაცვლად 624.8 კვ.მ-ის, მანსარდის ფართობად 508.2 კვ.მ-ის ნაცვლად 510.1 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 7404.2 კვ.მ-ის ნაცვლად 7405.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული მანსარდის ფართობი და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი მანსარდის და საერთო ფართობები არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული -2.800 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნული ნიშნულის წარმოდგენილ გეგმაზე დამხმარე ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებაში და საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 624.8 კვ.მ., მანსარდის ფართობად - 510.1 კვ.მ., საერთო ფართობად - 7405.3 კვ.მ. 2. სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანებით შეთანხმებული სარდაფის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი სარდაფის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2013 წლის 19 აგვისტოს №854844 და 2014 წლის 4 ივლისის №1351907 ბრძანებებით ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 9 сентября 2026 г.Ответ города
- 9 сентября 2026 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- N4.rarОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление