ქალაქი თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, N 34
Решение
- Номер решения
- 8090722
- Дата решения
- 21 сентября 2026 г.
- Результат
- Другое
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- ქეთევან ჭანტურია
- Застройщик (код компании)
- 205209870
Участок
- Кадастровый код
- 01.14.11.029.070
- Собственник
- ი.მ.ა. "ვაკე-საბურთალო 2006" (205209870)
- Площадь
- 2 760 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 13 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.14.11.029.070Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Жилая
- Подзона
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11159250
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 9 сентября 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 13 ноября 2026 г.
Ход дела
- Раунды замечаний
- 3
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 22 октября 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 9 სექტემბრის №AR11159250 განცხადებით მომართა ქეთევან ჭანტურიამ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებით, №01.14.11.029.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამავე სამსახურის 2019 წლის 22 აპრილის №4471884 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი: 9440.5 კვ.მ, კომერციული ფართობი: 2775.7 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 2058.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 2922.4 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1256.8 კვ.მ. საერთო ფართობი: 18936.5 კვ.მ. ასევე, შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა AR1668952 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ცალკე არ არის დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები მე-4 შენობისთვის. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მე-4 შენობისთვის განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირება შესაძლებელია. ამასთან, სამსახურმა დაადგინა მე-4 შენობისთვის საზაფხულო ფართობის (351.6 კვ.მ.) დამატება გამოიწვევს მე-4 შენობის საერთო ფართობის ცვლილებასაც და იქნება 431.7 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: * განაშენიანების ფართობი: შენობა №1, №2 და №3 - 1741.7 კვ.მ; შენობა №4 - 120.7 კვ.მ; *საერთო ფართობი: შენობა N1, N2 და N3 - 18 426.4 კვ.მ შენობა №4 - 431.7 კვ.მ. *დამხმარე ფართობი: შენობა №1, №2 და №3 - 114.5 კვ.მ შენობა №4 - 80.1 კვ.მ *საზაფხულო ფართობი : შენობა №1, №2 და №3 - 2177.2 კვ.მ შენობა №4 - 351.6 კვ.მ *სამშენებლო მოცულობა : შენობა N1, N2 და N3 - 66 899.61 მ3 .0.00 ნიშნულის ზევით (კუბ.მ).: 58 749.01 0.00 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ).: 8 150.6 შენობა №4 - 245.39 .0.00 ნიშნულის ზევით (კუბ.მ).:. 125.69 0.0 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ).: 119.7 *შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე (მ).: შენობა N1, N2 და N3 – 59.7 მ. 0.0 ნიშნულის ზევით (მ).: 53.7 მ. 0.0 ნიშნულის ქვევით (მ).: 6.0 მ. შენობა №4 – 6. 7 მ 0.00 ნიშნულის ზევით (მ): 4 მ. 0.00 ნიშნულის ქვევით (მ): 2.7 მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებით შეთანხმებული +8.70 (+9.40) და +11.47 (+13.00) ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 და 2019 წლის 22 აპრილის № 4471884 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 29 сентября 2026 г.Ответ города
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2026 წლის 9 სექტემბრის №AR11159250 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2026 წლის 16 სექტემბრის №8085322 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები არ იქნა სრულად შევსებული. კერძოდ, არ არის დაზუსტებული მოთხოვა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით მე-4 შენობისთვის სრულად და ასევე, დარჩენილი ობიექტისთვის (მათ შორის, სამშენებლო მოცულობასთან, სიმაღლესთან, კ1 და კ2 კოეფიციენტების საანგარიშო ფართობებთან, განაშენიანების ფართობთან დაკავშირებით...). ასევე, წარმოდგენილ გეგმებზე, მე-4 შენობაზე დატანილი ფართობების ჯამური მაჩვენებელი და მოთხოვნის ტექსტში მითითებული მე-4 შენობის ფართობის მაჩვენებელი ერთმანეთთან შეუსაბამოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში წარმოსადგენია სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები N4 შენობაზე გასწორებული ფართობების დატანით. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი 2026 წლის 9 სექტემბრის №AR11159250 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 29 сентября 2026 г.Файлы загружены
- 29 сентября 2026 г.Файлы загружены
- 29 сентября 2026 г.Файлы загружены
- 25 сентября 2026 г.Файлы загружены
- 21 сентября 2026 г.Решение8090722 - Другое
- 21 сентября 2026 г.Ответ города
- 18 сентября 2026 г.Файлы загружены
- 9 сентября 2026 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы7
- აბაშიძე #34 კროკები.pdfОткрыть ↗
- აბაშიძე #34 კროკები.pdfОткрыть ↗
- აბაშიძე #34.pdfОткрыть ↗
- აბაშიძე #34 კროკები.pdfОткрыть ↗
- აბაშიძე #34 კროკები.pdfОткрыть ↗
- აბაშიძე #34.pdfОткрыть ↗
Показать все (7)Свернуть
- საჯარო რეესტრის განშლა.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление