ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 2ა
Решение
- Номер решения
- 8144272
- Дата решения
- 3 ноября 2026 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- დავით ლოსაბერიძე
- Застройщик (код компании)
- 206043459
Участок
- Кадастровый код
- 01.17.10.006.138
- Собственник
- სააქციო საზოგადოება "ფეიქარი 95" (206043459)
- Площадь
- 15 952 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.17.10.006.138Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
- Зона
- Общественно-деловая
- Подзона
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)
Документ
- Номер
- AR11164250
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 6 октября 2026 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 21 ноября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 28 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 3 ноября 2026 г.Ответ города
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის №8021105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2026 წლის 06 ოქტომბერს №AR11164250 განცხადებით მომართა დავით ლოსაბერიძემ და მოითხოვა სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის №8021105 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის №8021105 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.10.006.138 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია სს ფეიქარი-95 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 206043459). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის №8021105 ბრძანებაში ცვლილების შეტანას კერძოდ, დამკვეთად - სს ფეიქარი - 95 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 206043459) ნაცვლად შპს რეზიდენსი პალასის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405459114) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882026915227; მომზადების თარიღი: 09/10/2026 წ.), №01.17.10.006.138 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ სს ფეიქარი-95 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 206043459) და შპს რეზიდენსი პალასი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405459114). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25177141, მომზადების თარიღი: 18/12/2025წ.), სს ფეიქარი-95-ის (ს/ნ: 206043459) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ჯემალ ალიბეგაშვილი. ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B26422114, მომზადების თარიღი: 03/09/2026 წ.), შპს რეზიდენს პალასის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით ლომიძე. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილია, შპს რეზიდენს პალასის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405459114) და სს ფეიქარი-95-ის (ს/ნ: 206043459) დირექტორების მიერ განმცხადებლის - დავით ლოსაბერიძის სახელზე გაცემული მინდობილობები (შპს რეზიდენს პალასი - 2026 წლის 26 ოქტომბრის 261516025 მინდობილობა, სს ფეიქარი-95 (ს/ნ: 206043459)-2026 წლის 06 ოქტომბრის -261419304 მინდობილობა), შესაბამისად დგინდება, განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, შპს რეზიდენს პალასს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405459114) აქვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და მისი უფლებამოსილი პირი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს - შპს რეზიდენს პალასი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405459114). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის №8021105 ბრძანებაში და დამკვეთად სს ფეიქარი - 95-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 206043459) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს რეზიდენსი პალასი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405459114). 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის №8021105 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის №8021105 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 3 ноября 2026 г.Решение8144272 - Выдано
- 26 октября 2026 г.Ответ города
- 26 октября 2026 г.Файлы загружены
- 6 октября 2026 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы2
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление