OpenCAD
Промежуточное решение

ქალაქი თბილისი, ნატუსების ქუჩა, N 5

AR11166278Новое строительствоИндивидуальный одноквартирный13 ноября 2026 г.- Глдани
Войдите, чтобы отслеживать

Заявитель

Имя
დავით პაპიძე

Участок

Кадастровый код
01.11.10.001.217
Собственник
გიორგი ბადაგაძე (P/N: *********28)
Площадь
700 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 21 ноября 2026 г.

Участки и зонирование

Документ

Номер
AR11166278
Статус
Промежуточное решение
Зарегистрировано
13 ноября 2026 г.
Тип
Новое строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 18 ноября 2026 г.

Ход дела

Ожидает
заявитель
с 18 ноября 2026 г. (5 дн.)
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 18 ноября 2026 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 2. მოთხოვნის შინაარსი. -> .მოთხოვნის ტექსტი.: • დამატებით, განმარტეთ არსებულ შენობასთან დაკავშირებით, მისი დემონტაჟი საჭიროა დამატებით გაითვალისწინოთ მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში, გრაფიკზეც. 3. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: • წარმოადგინეთ უახლესი, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, თარიღის ფიქსაციით. • ამ ეტაპზე წარმოდგენილია 06/10/2026 წლის AR11163880 განაცხადის ფოტოსურათები. 4. განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: • განმარტებითი ბარათი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: (ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიის შესახებ, ასევე შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრისა და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართების, მხატვრულესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ); - განიმარტოს ინფორმაცია ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრისა და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებასთან დაკავშირებით. 5. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: • თითოეული სართულის გეგმაზე მიუთითეთ სიმაღლის ნიშნულები. • ასევე, დაიტანეთ ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრა აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში. 6. შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: • წარმოდგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. 7. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: • წარმოადგინეთ კარ-ფანჯრის სპეციფიკაცია. 8. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : • წარმოდგენილი რენდერები არ შეესაბამება საპროექტო ნახაზებს. • წარმოადგინეთ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისი ფოტომონტაჟი, დამუშავებული არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალაზე, გაბარიტული ზომების, მოსაპირკეთებელი მასალისა და სიმაღლის ნიშნულების მითითებით. 9. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : • კ2 კოეფიციენტში იანგარიშეთ როგორც პირველი სართულის, ასევე, მეორე სართულის საზაფხულო ფართიც, "2-3" - "დ-გ" ღერძებში. 10. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: • მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს. • ასევე, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 21“-ით განსაზღვრული წესის შესაბამისად, წარმოდგენილ იქნეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2,4 (ორი და ორმოცი) ლარი). გადახდა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების 300773189 სახაზინო კოდზე (მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის) და დამატებით დანიშნულებაში მითითებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის განაცხადის ნომერი. 11. საჭიროების შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეების თანხმობა • უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება თბილისი ენერჯის გაზმომარაგების ძირითადი ქსელი. • წარმოადგინეთ აღნიშნული მესაკუთრის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, დამოწმებულ გენ.გეგმასთან ერთად. 12. საინფორმაციო დაფა - ბანერი. წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 და მე-3, ქვეპუნქტების შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის დაზუსტებულ სართულიანობას ან/და გაბარიტებს. ვ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან განაშენიანების დეტალური გეგმის რეკვიზიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 13. წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა, შესაბამის საექსპერტო შეფასებასთან ერთად. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქ

    Показать ещё
  2. 18 ноября 2026 г.Статус изменёнНа рассмотрении → Ожидает ответа заявителя
  3. 13 ноября 2026 г.Заявка подана

Некоторые более ранние записи и окончания очень длинных текстов здесь не показаны.

Документы

Чертежи и проектные файлы7

Показать все (7)
  • სახლი გიორგი 5.dwg

Согласия и приказы1

  • თანხმობა (სპეციალური ზონალური).pdfОткрыть ↗

Отчёты и изыскания1

Прочие файлы7

Показать все (7)

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление