OpenCAD
Промежуточное решение

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 51

AR11168108Новое строительствоМногоквартирный жилой6 ноября 2026 г.- Дигоми
Войдите, чтобы отслеживать

Заявитель

Имя
კონსტანტინე ურუშაძე
Застройщик (код компании)
405659979

Участок

Кадастровый код
01.72.14.038.524
Собственник
შპს "არტ არეა 5" (405659979)
Площадь
600 м²
Назначение земли
არასასოფლო სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 17 ноября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11168108
Статус
Промежуточное решение
Зарегистрировано
6 ноября 2026 г.
Тип
Новое строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 17 ноября 2026 г.

Ход дела

Ожидает
заявитель
с 17 ноября 2026 г. (6 дн.)
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 17 ноября 2026 г.Ответ города

    ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ: 1.საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: - დანართის შესაბამისად დაიტანეთ ფუნქციურ ზონების შორის საზღვარი და განაშენიანების რეგულირების ხაზები ზომების მითითებით. - დასავლეთით ინდ. სახლი ესაზღვრება და დააცილეთ შენობა არანაკლებ 1 მეტრით. დაიტანეთ საპროექტო შენობის საკადასტრო გეგმასთან მიბმის მანძილების, დაღერძილი, ღერებს შორის მანძილების მითითებით , სახურავის გეგმაზე ნალექების გადაყვანის სქერმის და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ჩვენებით. -დაიტანეთ მისაწვდომი სვლაგეზი შენობამდე გაბარიტული ზომების და ნიშნულების მითითებით. - მანქანების მოძრაობის სქერმა დაიტანეთ შეთანხმებული სატრანსპორტო სქემის შესაბამისად. 2. საპროექტო ტერიტორიაზე ფიქსირდება თბილისი ენერჯიოს გაზსადენის შეზღუდვა, წარმოადგინეთ შესაბამისი მესაკუთრეების პოზიცია და გრაფიკულად დამოწმებული საპროექტო გენ.გეგმა ხაზობრივ ნაგებობებამდე შესაბამისი მანძილების მითითებით. 3.არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოაგდუნეთ არსებული სიტუაციის უახლესი ფოტოები გადაღების ტარიღის ფიქსაციით 4.განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: განმარტებითი ბარათი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: (საპროექტო ტერიტორიის შესახებ, ასევე შენობანაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრისა და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართების, მხატვრულესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ). წარმოადგინეთ ინფორმაცია ავტოსადგომების შესაბამისობაზე. 5.შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: - იმისათვის, რომ სამსახურმა სრულყოფილად იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს და ტექნიკური რეგლამენტი - “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები” -ს გათვალისწინებით და წარმოდგენილი იქნას შესაბამისი საექსპერტო შეფასებები. - დაიტანეთ განაშენიანების რეგულირების ხაზები ზომების მითითებით და სვლაგეზი გაბარიტული ზომების მითითებით. - დაიტანეთ ექსპლიკაციები შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით. - დაიტანეთ მისასვლელი, მანქანების მოძრაობის სქემა და ავტოსადგომის ზომები. - დაიტანეთ აივნის და კონსოლის ზომა . - მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში შენობაზე, სამეზობლო საზღვრიდან არანაკლებ 0.6 მეტრის დაშორებით შესაძლებელია მოეწყოს ღიობი, ასევე აივანი და ერკერი, თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი, რომელზეც ასეთი ნაწილები არის განლაგებული, სამეზობლო საზღვრის შვეულ წარმოსახვით სიბრტყესთან ქმნის 75 გრადუსიდან 90 გრადუსის ჩათვლით კუთხეს. დაიტანეთ შესაბამნისად. 6.შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: - დაიტანეთ აბსოლუტური ნიშნული, ნულოვან ნიშნულთან მიმართებით. 7.შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: - დაიტანეთ გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეები ნულოვან ნიშნულთან მიმართებით. -წარმოადგინეთ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია. - წარმოადგინეთ ფასადების დეტალური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს გარე კედლების საფარის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების ნახაზებს (ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს). ფასადის ფერები მიუთითეთ RGB ან RAL კოდების მიხედვით; - დამატებით წარმოადგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. 8.შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: დაიტანეთ აივნების კონსოლის ზომა. დანართის შესაბამისად დაიტანეთ განაშენიანების რეგულირების ხაზები ზომების მითითებით 9.ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : წარმოდგენილი ვიზუალი მოპირკეთების ნაწილში არ არის მისაღები, საზოგადოებრივი სივრცეების მხარეს აუცილებელია ფასად(ებ)ის ძირითად ნაწილზე გამოყენებულ იქნეს ხანმედეგი და საქალაქო განაშენიანებისთვის შესატყვისი სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მაღალი ხარისხის მასალები. ამასთანავე წარმოდგენილ იქნეს მაღალი ხარისხის კომპიუტერული ვიზუალიზაცია და ფოტომონტაჟი რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოვებული რეალობასთან. 10.საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : კიბის უჯრედი კ2-ში იანგარიშეთ სრულად. 11.საჭიროების შემთხვევაში მომიჯნავე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დასკვნა. -> .კონსტრუქციული დასკვნის pdf ფაილი.: წარმოადგინეთ მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავს, ა) მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის ფიქსაციას და მათზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხს; ბ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც ასევე აისახება მშენებლობის ორგანიზების პროექტში. შენიშვნა: კვლევის ჩატარება სავალდებულოა, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაგეგმილია ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში (ახალი მშენებლობისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია), III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მოედნის 10 მეტრის რადიუსში, ხოლო IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, ასევე სხვა ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი მშენებლობით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება. შენიშვნა: მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების სამუშაოებზე ნებართვა გაიცემა ძირითადი ნებართვის ფარგლებში, შესაბამისი მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ნოტარიული თანხმობის საფუძველზე. 12. შესაბამის ველში წარმოადგინეთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: • კ-3 კოეფიციენტის ფართობს; • გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 13.: • წარმოადგინეთ შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლების და ძირითადი კონსტრუქციების სქემები საექსპერტო შეფასებასთან ერთად. ასევე, ინფორმაცია შემსრულებლის (პასუხისმგებელი პირის) შესახებ, რომელიც მოიცავს შემსრულებლის სახელს/დასახელებას, დიპლომს, სამუშაო გამოცდილებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისა

    Показать ещё
  2. 17 ноября 2026 г.Статус изменёнНа рассмотрении → Ожидает ответа заявителя

Некоторые более ранние записи и окончания очень длинных текстов здесь не показаны.

Документы

Чертежи и проектные файлы11

Показать все (11)

Прочие файлы6

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление