OpenCAD
Промежуточное решение

ქალაქი თბილისი, სოფელი აგარაკი, შუა მინდვრის ქუჩა, N 35გ

AR11168963Новое строительствоИндивидуальный одноквартирный9 ноября 2026 г.- Агараки
Войдите, чтобы отслеживать

Заявитель

Имя
გივი ტატიშვილი

Участок

Кадастровый код
01.72.58.006.017
Собственник
იგორ ორანიუკ (P/N: *********05)
Площадь
500 м²
Назначение земли
სასოფლო-სამეურნეო

Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 16 ноября 2026 г.

Участки и зонирование

по карте зонирования города (снимок от 30 сентября 2026 г.)

Документ

Номер
AR11168963
Статус
Промежуточное решение
Зарегистрировано
9 ноября 2026 г.
Тип
Новое строительство

Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 16 ноября 2026 г.

Ход дела

Ожидает
заявитель
с 16 ноября 2026 г. (7 дн.)
Раунды замечаний
1

Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.

Хронология

Сначала новые.

  1. 16 ноября 2026 г.Ответ города

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: 1. საპროექტო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1), აღნიშნულის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს პროექტის შეთანხმებასთან და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საჭიროა ცვლილება შევიდეს დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და ნაცვლად საცხოვრებელი ზონა -2 (სზ-2) დაფიქსირდეს საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1). • გაპში ცვლილების დაფიქსირების შემდეგ, გაპის რეკვიზიტების ველში დამატებით მიუთითეთ ცვლილების თარიღი და ბრძანებაც. • დამატებით გაითვალისწინეთ შემდეგი: 2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 3. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: • გენ.გეგმაზე მიუთითეთ ატმოსფერული ნალექების გადასვლის მაჩვენებლები, გარკვევით. • დაიტანეთ სახურავის სიმაღლის ნიშნული. 4. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: • წარმოადგინეთ უახლესი, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, თარიღის ფიქსაციით. 5. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: • ვექტორულ ფაილში თითოეული სართულის გეგმის გასწვრივ წარმოადგინეთ განაშენიანების ფართობის კროკი, შესაბამისი სახელწოდებით. • აღნიშნული ველი გადამოწმდება დამატებით. 6. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი.: • გეგმებზე დაიტანეთ ექსპლიკაცია. • +0.00 ნიშნულზე მიუთითეთ აბსოლუტური ნიშნულიც. • დაცულ იქნას მიჯნა, +0.00 ნიშნულის "4" ღერძს მიღმა, "ა-ე" ფასადზე საზაფხულო ფართით. 7. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: • წარმოადგინეთ საყრდენი კედლების განშლა, იზომეტრიული ნახაზით, მითითებული ყველა გაბარიტული ზომით (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე). დაითვალეთ მოცულობები თითოეული საყრდენი კედლისათვის ცალ-ცალკე. • მიუთითეთ კლასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაიხადეთ საყრდენი კედლების მოსაკრებელი. • ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებელი შეადგენს II კლასის ობიექტებისთვის - 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის - 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის - 400 ლარს (ფუნქციური ზონის მიუხედავად). 8. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : • წარმოადგინეთ არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალაზე დამუშავებული ფოტომონტაჟი, გაბარიტული ზომების, მოსაპირკეთებელი მასალისა და სიმაღლის ნიშნულების მითითებით. 9. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : • დააკორექტირეთ ზემოაღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით. 10. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დეკლარაცია -> ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დეკლარაციის pdf ფაილი: • “შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილების შესაბამისად, წარმოსადგენია https://geecb.ge/index.php/ka/ - საიტის მეშვეობით, მომზადებული ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნების დეკლარაცია. დეკლარაცია საჭიროა იყოს დასკანერებული და ხელმოწერილი. • დეკლარაციის პირველი გვერდი წარმოდგენილ იქნას დასკანერებული სახით, (სადაც მითითებულია ვალიდურობის ლინკი და შემსრულებელი) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის ვალიდურობის ლინკი სამსახურის მიერ უნდა ინდენთიფიცირდებოდეს (ინიშნებოდეს) მარტივად. • სახურავისა და კედლების კვანძები გადამოწმდება დამატებით. 11. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/ საექსპერტო შეფასება -> საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/ საექსპერტო შეფასება: წარმოდგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. აღნიშნული კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. • წარმოადგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 12. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: • მაქსიმალური დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის სქემა საჭიროა ატვირთოთ შემდეგი შემადგენლობით: ტოპოგრაფიულ ძირზე დამუშავებული გენ-გეგმა, სიმაღლის განსაზღვრის ადგილის დატანით და ამ ადგილებში აგებული ჭრილ(ებ)ი; ყველა ნახაზზე: ქუჩ(ებ)ის სრული სიგანის მითითებით; ჭრილზე ღერძულა ხაზისა და ფასადის მაქსიმალური დასაშვები განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის განსაზღვრით/ჩვენებით (ფორმულა H=L/Y); • საჭიროა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე განი

    Показать ещё
  2. 16 ноября 2026 г.Статус изменёнНа рассмотрении → Ожидает ответа заявителя

Некоторые более ранние записи и окончания очень длинных текстов здесь не показаны.

Документы

Чертежи и проектные файлы8

Показать все (8)

Отчёты и изыскания1

  • კონსტრუქცია (იგორ ორანიუკ. ს.კ. 01,72,58,006,017) (1).pdfОткрыть ↗

Прочие файлы10

Показать все (10)

Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.

Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗

Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление