ქალაქი თბილისი , ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების გადაკვეთასთან
Решение
- Номер решения
- 685673
- Дата решения
- 14 мая 2013 г.
- Результат
- Выдано
Источник: TAS, система разрешений города - по состоянию на 21 ноября 2026 г.
Заявитель
- Имя
- რევაზ ბოდაველი
- Организация
- 7061
- Застройщик (код компании)
- 200190603
Участок
- Кадастровый код
- 01.11.12.018.020
- Собственник
- შპს "ბაკა" (200190603) (200190603)
- Площадь
- 1 048 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.11.12.018.020Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1125445
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 17 апреля 2013 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 27 дн.
- с момента регистрации до решения
- Раунды замечаний
- 2
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 14 мая 2013 г.Решение685673 - Выдано
- 14 мая 2013 г.Ответ города
ქ. თბილისის მერიის სსიპ - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 24 იანვარს დამტკიცებული №1/617 ქალაქმშენებლობითი პირობებისა და 2010 წლის 17 თებერვლის №ნ/345 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 17 აპრილის №AR1125445 განცხადებით მომართა მოქ. რევაზ ბოდაველმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 24 იანვარს დამტკიცებული №1/617 ქალაქმშენებლობითი პირობებისა და 2010 წლის 17 თებერვლის №ნ/345 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 24 იანვარს დამტკიცდა №1/617 ქალაქმშენებლობითი პირობები ქ. ქ. თბილისში , სექტორი გლდანი, ხევძმარისა და ხიბაზავრის ქუჩების გადაკვეთაზე სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად. აღნიშნული პირობების საფუძველზე სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №ნ/345 ბრძანებით შეთანხმდა პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა №ნ/345-1). დამკვეთის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტოსურათები, საიდანაც დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არ არის ნაწარმოები არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები და დამკვეთს აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და არარად აღიარების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის #194 განკარგულების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ვინაიდან, დამკვეთის მიერ არ არის ნაწარმოები არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები, მას აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ზემოაღნიშნულ მისამართზე ქ. თბილისის მერიის სსიპ - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 24 იანვარს დამტკიცებული №1/617 ქალაქმშენებლობითი პირობები და ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №ნ/345 ბრძანება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და არარად აღიარების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე’’ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის #194 განკარგულების თანახმად ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქ. რევაზ ბოდაველის 2013 წლის 17 აპრილის № AR1125445 ელექტრონული განცხადების მოთხოვნა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ - ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 24 იანვარს დამტკიცებული №1/617 ქალაქმშენებლობითი პირობები და ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 17 თებერვლის №ნ/345 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
- 10 мая 2013 г.Ответ города
- 10 мая 2013 г.Файлы загружены
Документы
Прочие файлы1
- DownloadServlet.pdfОткрыть ↗
Файлы хранятся на сервере города. Личные документы (доверенности, удостоверения личности) здесь не показываются.
Все документы на docs.tbilisi.gov.ge ↗Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление