ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , "თეთრი დუქანი"-ს მიმდებარე ტერიტორია
Заявитель
- Имя
- დანიელ გახარია
- Застройщик (код компании)
- 236081832
Участок
- Кадастровый код
- 01.72.14.034.004
- Собственник
- შპს იბერია ავტოჰაუსი (236081832)
- Площадь
- 1 700 м²
- Назначение земли
- არასასოფლო სამეურნეო
Источник: NAPR, публичный реестр - по состоянию на 3 октября 2026 г.
Участки и зонирование
- 01.72.14.034.004Выписка из реестра ↗ (открывается в новой вкладке)
Документ
- Номер
- AR1143897
- Статус
- Согласовано
- Зарегистрировано
- 3 июля 2013 г.
- Тип
- Разрешение на строительство
Источник: TAS, система разрешений города - считано из TAS 3 октября 2026 г.
Ход дела
- Длительность дела
- 21 дн.
- с момента регистрации до последнего ответа города
- Раунды замечаний
- 1
Сторона, у которой находится дело, определяется по текущему статусу; календарные дни считаются только за период, даты которого есть в записи; раунд — каждый ответ города.
Хронология
Сначала новые.
- 24 июля 2013 г.Ответ города
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 14.11.2012 წელს №431061 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 03.07.2013 წ. №AR1143897 განცხადებით მომართა დანიელ გახარიამ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 14.11.2012 წელს #431061გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 14.11.2012 წელს შპს „იბერია ავტოჰაუზი“-ს კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე #431061გადაწყვეტილებით დამტკიცდა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, "თეთრი დუქანი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად. დამკვეთის მიერ წარმოდგენილი განცხადება, საიდანაც დგინდება, მას აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია ნებართვის მფლობელის მოთხოვნა, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ვინაიდან, დამკვეთის აღარ გააჩნია აღნიშნული საპროექტო ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ძალადაკარგულად გამოაცხადოს ზემოაღნიშნულ მისამართზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 14.11.2012 წელს #431061გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს დანიელ გახარიას 03.07.2013 წ. №AR1143897 ელექტრონული განცხადების მოთხოვნა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 14.11.2012 წელს #431061გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Показать ещёСвернуть
Источник: docs.tbilisi.gov.ge - Запись отражает публичный реестр на момент загрузки и не является юридической консультацией.Запросить удаление